ირანელმა მუშამ ქართველ ტურისტს დაკარგული 10 ათასი დოლარი დაუბრუნა
მოსთაფა ესმაილიანმა, ირანის ქალაქ ბადრუდის ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორმა, ქართველი ტურისტის მიერ დაკარგული 10 ათასი დოლარი აღმოაჩინა და, პატიოსნებისა და სიკეთის ნიშნად, თანხა პატრონს დაუბრუნა. მოსთაფას თქმით, როცა მან თანამშრომელს ცვლა გადააბარა, ამ დროს ბენზინგასამართ სადგურზე მოულოდნელად ფულით სავსე პაკეტი აღმოაჩინა. მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა სადგურის ზედამხველობას. საბოლოოდ, კამერების ჩანაწერების გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ ფული ერთი-ერთი ტაქსის ქართველ მგზავრს დაკარგვოდა. ბენზინგასამართი სადგურის პასუხისმგებელმა პირებმა, დიდი შრომისა და ძალისხმევის შემდეგ, ტაქსის მძღოლი აღმოაჩინეს. მისი მეშვეობით კი ქართველი მგზავრის კვალზე გავიდნენ, რომელსაც დაკარგული 10 ათასი დოლარის პოვნის იმედი გადაწურული ჰქონდა. მას თანხა დაუბრუნეს. ქართველმა ტურისტმა, დაკარგული თანხის მიღების შემდეგ, მოსთაფას მადლიერების ნიშნად უთხრა: „ირანელები მართლაც ზნესრული და კეთილშობილი ხალხი ხართ“. ირანელი მუშის ეს საყურადღებო საქციელი, ირანული მასპინძლობის არსის და კულტურული ფასეულობების გამოხატულება გახლავთ, რომელიც ჩვენს ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცების საწინდარია.