სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ყაზახეთი-საქართველო:კულტურათაშორისი დაეროვნებათაშორისი ურთიერთობები“

14 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბაის სახელობის კაბინეტში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „ყაზახეთი-საქართველო: კულტურათაშორისი და ეროვნებათაშორისი ურთიერთობები “. აღნიშნულ შეხვედრას ყახაზეთის მხრიდან ესწრებოდნენ: ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი მალიკ მურზალინი, ყაზახეთის კონსული ქალბატონი ჟაზირა მირზაკასიმოვა, საელჩოს თანამშრომლები, ცნობილი ყაზახი პოლიტოლოგი ანალიტიკოსი და ექსპერტი დანიარ აშიმბაევი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი სატარ მაჟიტოვი, ყაზახეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ზურაბ ბობოხიძე. ყაზახეთის ელჩი საქართველოში გულთბილად მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, წარმატებული თანამშრომლობა ყაზახეთის საელჩოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. მან გამოხატა პატივისცემა და მადლიერება სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. ზურაბ ხონელიძის მიმართ და გამოთქვა მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი.

საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსმა პროფ. ინდირა ძაგანია მიესალმა საპატიო სტუმრებს და აღნიშნა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი ღონისძიება ახალი ფურცელია საქართველო-ყაზახეთის კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებში. სტუმრებს თავისი პატივისცემა დაუდასტურა აბაის სახელობის კაბინეტის ხელმძღვანელმა ბატონმა ბადრი ნაჭყებიამ.

სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მოხსენებებით გამოვიდნენ:პროფ. ზურაბ პაპასქირი-ყივჩაღი პრინცესა – საქართველოს დედოფალი;პროფ. გურამ მარხულია- გეოეკონომიკური პროექტები და ყაზახეთისა და საქართველოს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების საკითხები;პროფ. მარინა იზორია -შუა დერეფანი, გამოწვევა ყაზახეთისა და საქართველოსთვის;პროფ. ომარ არდაშელია-საქართველო-ყაზახეთის გეოსტრატეგიული თანამშრომლობის საკითხისთვის;პროფ. მერი გაბედავა-ცენტრალური აზიის შემსწავლელი საგან მანათლებლო პლატფორმა საქართველოში;სსუ-ს დოქტორანტი დავით მახათაძე-ქართველი მოგზაურის, დიპლომატისა და მწერლის რაფაელ დანიბეგაშვილის ნარკვევები ყაზახებზე;როინ რეკვავა- თანამედროვე მედიცინის მიღწევები და პერპექტივები ყაზახეთში;ანა სკუზა- ყაზახეთი – თანამშრომლობის შესაძლებლობები;დანიარ აშიმბაევი-საბჭოთა ეროვნულ-ტერიტორიული პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი: გამოცდილება და გაკვეთილები;სატარ მაჟიტოვი-ყივჩაღები საქართველოში: ახალი ხედვა;ზურაბ ბობოხიძე-ქართული დიასპორა ყაზახეთში: ყაზახეთის ეროვნული ასამბლეის როლი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც მეცნიერებში, ასევე სტუდენტებში.კონფერენციის მოდერატორი იყო საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი პროფ. ინდირა ძაგანია.სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო ბავშვების ნახატების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ქართულ-ყაზახურ ურთიერთოებებს.

https://www.instagram.com/reel/C06CsZdIaoR2i7vuL8rP0q2bgfbMxj2S4xk61c0/?igshid=MTc4MmM1YmI2Ng==

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *