საქართველოს ოფიციალურმა პირებმა და რეზიდენტმა დიპლომატებმა ქერმანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა და რეზიდენტმა დიპლომატებმა ქერმანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით – ალექსანდრე ხვთისიაშვილმა რეზიდენტი დიპლომატების ნაწილმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ კულტურისა და საგანამანათლებლო სფეროს მოღვაწეებმა თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში ქერმანის სასაფლაოზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გასულ კვირას, ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებისას, ქერმანის სასაფლაოზე ტერორისტული თავდასხმა მოეწყო, რომელსაც 93 უდანაშაულო პირის, მათ შორის 55 ქალის და 32 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც.

.

.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *