ქართველ მოსწავლეთა დაუვიწყარი სტუმრობა ირანის საელჩოში

ოთხი უნიჭიერესი ქართველი მოსწავლე, რომელიც სპარსულ ენას ეუფლება, საქართველოში ირანის ელჩს ესტუმრა. ??️
მათ ამ შეხვედრაზე ქართულ და ირანულ კულტურათა მსგავსების შესახებ საინტერესო ცნობები მიიღეს..

მოსწავლეებმა, ელჩთან და სხვა ირანელ დიპლომატებთან შეხვედრისას, ისაუბრეს ირანისა და სპარსული ენის მიმართ საკუთარ ინტერესზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

მეგობრობის ნიშნად, თითოეულ მოსწავლეს გადაეცა ირანული სპეციალური ჩანთები, რომელზეც ჯაჯიმის ტრადიციული ნაყშები ირანელ ქალ ხელოვანთა მიერაა შესრულებული.

ვფიქრობთ, კულტურის სფეროში ურთიერთობათა წყალობით, ირან-საქართველოს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *