მაესტრო უსუი ტოშიკის საფორტეპიანო კონცერტი ელჩის რეზიდენციაში

10 თებერვალს, ბატონი ელჩი იშიზუკა ჰიდეკის რეზიდენციაში მაესტრო უსუი ტოშიკის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართა. კონცერტს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე (საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი), საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე (მეგობრობის ჯგუფის წევრი), საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე, ბატონი ირაკლი მეზურნიშვილი (მეგობრობის ჯგუფის წევრი) და წარმომადგენლები კულტურის სფეროდან.
 
კონცერტზე მაესტრო უსუიმ შეასრულა ჰირაი კოძაბუროს, ტოორუ ტაკემიცუსა და იაპონიაში დასავრული კლასიკური მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილის მქონე ალექსანდრე ჩერეპნინის ნამუშევრები. ღონისძიებაზე ასევე პატივი მიაგეს მაესტრო უსუის დიდი ხნის მეგობარს, ბატონ ვაჟა აზარაშვილს.
 

წელს აღინიშნება 15 წელიწადი საქართველოში იაპონიის საელჩოს გახსნიდან და ჩვენ, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების საშუალებით, განვაგრძობთ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *