ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო იმპერატორ ნარუჰიტოს დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში
2024 წლის 22 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ, იმპერატორის, მისი უდიდებულესობა ნარუჰიტოს დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობის სახელით იაპონიის მთავრობასა და იაპონელ ხალხს გულითადად მიულოცა იმპერატორის დღე და წარმატებები უსურვა.მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე და აღნიშნა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა.მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირებს და აღნიშნა, რომ გასული წელი ამ მხრივ ისტორიული იყო, რადგან განხორციელდა საპარლამენტო დელეგაციების ოთხი ვიზიტი საქართველოსა და იაპონიაში. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იაპონიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე, კერძოდ აღნიშნა, რომ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს – ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შესახებ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. დასასრულს ალექსანდრე ღვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს საქართველოში და პირადად ელჩს ქართულ – იაპონური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.