ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება ოფთალმოლოგიური დაავადებების თანამედროვე მკურნალობა და მიდგომები
ოფთალმოლოგიური დაავადებების თანამედროვე მკურნალობა და მიდგომები
24 თებერვალს, 14:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ (მის: რუსთაველის გამზ. #28) სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართებათემაზე: „ოფთალმოლოგიური დაავადებების თანამედროვე მკურნალობა და მიდგომები“.
კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი აქტუალური პრობლემები, როგორიც არის ბადურის დაავადებებთან ასოცირებული მხედველობის დაქვეითება/კარგვა, მისი მართვა მსოფლიოსა და საქართველოში, მკურნალობის ხელმისაწვდომობა და სხვა.ღონისძიება ეწყობა მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში, რომელიც კომპანია „როშ ჯორჯიას“ მხარდაჭერით დაიწყო.
კონფერენციას დაესწრებიან და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოფთალმოლოგიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ღონისძიებას გახსნის „როშ ჯორჯიას“ ოფთალმოლოგიისეკოსისტემისპარტნიორიმარიამ სურგულაძე, რომელიც ისაუბრებს კომპანია როშის როლსა და მიღწევებზე ოფთალომოლოგიური მიმართულებით, ასევე ოფთალმოლოგიური დაავადებების, კერძოდ, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია და დიაბეტური მაკულარული შეშუპება, თანამედროვე მიდგომებსა და მკურნალობის მეთოდებზე.
ბადურისდაავადებებზე, რისკ-ფაქტორებზე, მათსიმპტომებზე, დიაგნოსტიკასა დათანამედროვემკურნალობისმეთოდებზეისაუბრებსოფთალმოქირურგიკახაშარაშიძე,რომელიცასევეწარმოადგენს იმ პაციენტებისმნიშვნელოვან ისტორიებს, რომლებიც უკვემკურნალობენ უახლესიდა ინოვაციური მედიკამენტით ვაბისმოს (ფარისიმაბი).
შეგახსენებთ, რომ აჭარის რეგიონში მცხოვრები ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის და დიაბეტური მაკულარული შეშუპების მქონე პაციენტების მკურნალობა, კერძოდ, ახალი თაობის ანტიანგიოგენური მედიკამენტის ინტრავიტრეალური შეყვანის გზით, 2024 წლიდანფინანსდება.რაც შეეხება დანარჩენ რეგიონს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმართულებით ფინანსდება მხოლოდ ქირურგიული ჩარევები, და არა ის თანამედროვე მკურნალობა და მიდგომები, რომელიც საგრძნობლად და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის მხედველობას და მისი ცხოვრების ხარისხს. აჭარის რეგიონის მიღმა დარჩენილი მხედველობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის თანამედროვე მედიკამენტით მკურნალობა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება დისკუსია.
ცნობისათვის, მხედველობა ერთ-ერთია იმ მგრძნობელობით ფუნქციათა შორის, რომლითაც სამყაროს შეცნობას ვახდენთ, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ მისი შენარჩუნებაა. მხედველობა მრავალი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს, სხვადასხვა დაავადებამ კი შესაძლოა სრული დაბრმავება გამოიწვიოს, რაც ხშირ შემთხვევაში უკავშირდება დიაბეტსა და სიბერეს. იმისთვის, რომ სულ ვხედავდეთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ მივაქციოთ ჩვენს თვალებს ყურადღება.
სწორედ ამიტომ, შარშან სტარტი აიღო მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომელიც ხელს შეუწყობს ოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მკურნალობის ხელშეწყობას.
ვაბისმო (ფარისიმაბი) არის პირველი და ერთადერთი ბისპენციურიანტისხეული, რომელიც ერთდროულად ბლოკავს ბადურის დაავადებების განვითარების ორ გზას (VEGF და Ang -2) და უზრუნველყოფს სისხლძარღვთა სტაბილურობას, რის არქონაც უხშირეს შემთხვევაში მხეველობის კარგვის/დაქვეითების მიზეზია. ვაბისიმო აუმჯობესებს მხედველობას პაციენტებში ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის სველი ფორმით და დიაბეტური მაკულარული შეშუპებით. ვაბისმო (ფარისიმაბი), ბადურის დაავადებების სამკურნალო პირველი და ერთადერთი ბისპეციფიურიანტისხეულია, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების განვითარებაში მონაწილე ორი გზის ბლოკირებას. პრეპარატი ნაჩვენებია ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის სველი ფორმის და დიაბეტური მაკულარული შეშუპების სამკურნალოდ, რომლებიც მხედველობის კარგვის ძირითადი მიზეზია და მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანზე მეტს აღენიშნება.