ევროკავშირის ნახშირბადის ტარიფი გლობალური ჩართულობის გარეშე ნაკლებად შედეგიანი იქნება
სინგაპური (26 თებერვალი 2024) — ევროკავშირის იმპორტის გადასახადი, ნახშირბადის გამომყოფ პროდუქტებზე, სავარაუდოდ ნაკლებად შედეგიანი იქნება კლიმატის ცვლილებაზე და მხოლოდ მცირედ ნეგატიურ გავლენას მოახდენს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკებზე, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვლევაში. ევროკავშირის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი (CBAM), რომლის ძალაში შესვლა 2026 წლისათვის იგეგმება, იმპორტის გადასახადს დაუწესებს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ლითონი, ცემენტი და ელექტროენერგია, მათი წარმოების პროცესში გაფრქვეული CO2-ის რაოდენობის მიხედვით. გადასახადის მიზანია „ნახშირბადის გაჟონვის“ შემცირება, რაც შედეგად მოყვება გარემოს დამბინძურებლების წარმოების გადატანას მკაცრი რეგულაციების ან ნახშირბადზე მაღალი გადასახადების მქონე ქვეყნებიდან ნაკლებად მკაცრი რეგულაციებისა და დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებში