საქართველო აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრისთვის ემზადება
საქართველო აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც თბილისში 2-5 მაისს გაიმართება.
• წლიური შეხვედრის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის უკვე გახსნილია რეგისტრაცია. დეტალებისთვის ეწვიეთ ყოველწლიური შეხვედრის ვებგვერდს: https://www.adb.org/annual-meeting/2024/main
• ეს იქნება ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ყველაზე დიდი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი და სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.