ილია დარჩიაშვილი ჰაქან ფიდანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ბაქოში, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ილია დარჩიაშვილმა და ჰაქან ფიდანმა მაღალი შეფასება მისცეს თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატსა და მინისტრების მეცხრე შეხვედრას. საუბრისას აღინიშნა ამ ფორმატის მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის; დადებითად შეფასდა საქართველო- თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა; გაიცვალა ინფორმაცია ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგსა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა არსებული მჭიდრო კოორდინაციის გასაგრძელებლად.