იტალიური დიზაინის დღე
იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის ფარგლებში, იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით, 21 მარტს გამართა ღონისძიება “აწარმოე ღირებული. ინკლუზიურობა, ინოვაცია და მდგრადობა”.ღონისძიებას გახსნეს იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის ხელმძღვანელი და არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური ჟურნალი “Domus”-ის ქართულენოვანი გამოცემის რედაქტორი ლენა კილაძე.წარმოდგენილი იქნა ორი ციფრული გამოფენა: “Domus Georgia”-ს მიერ მომზადებული ექსპოზიცია “Crafting Sustainable Future-Italian Design from Tradition to Innovation” და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით შექმნილი საექსპოზიციო პროექტი “100 იტალიური ლარნაკი”, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შექმნილი იტალიური ლარნაკების საილუსტრაციო რეპროდუქციებს მოიცავს.თბილისის არქიტექტურული კვირეულის (TAW) დამფუძნებლის, მარიამ ბოჭორიშვილის პრეზენტაციის “Italian Experience through TAW” შემდეგ გაიმართა ფუქსასის არქიტექტურული ბიუროს წამყვანი არქიტექტორის, ჯოვანი პოდესტას ლექცია “ურბანული (რე)გენერაცია: ფუქსასის პროექტები”.ღონისძიება გაგრძელდა მარანგონის ინსტიტუტის პროფ. კარლოს როდრიგესის პრეზენტაციით “The Animism and Transhumanism Dichotomy” და დასრულდა ინსტიტუტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით. გამარჯვებულ ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მოდისა და დიზაინის კურსებზე მარანგონის ინსტიტუტში, რომელიც ამ დარგებში ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური უმაღლესი სასწავლებელია.ღონისძიების, რომლის მიზანია ქართულ საზოგადოებაში იტალიური დიზაინის წარმოჩინება და მისი თავისებურებების შესახებ ცნობადობის ამაღლება, არქიტექტურისა და დიზაინის დარგების თვალსაჩინო ფიგურები, სამეცნიერო, აკადემიური და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.შესაძლოა თქვენც დაგაინტერესოთ…