USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამამ „მერების შეთანხმება აღმოსავლეთში” ოფისთან ერთად კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითებზე მერებს უმასპინძლა
თბილისი, საქართველო – 28 მარტი, 2024. USAID მხარს უჭერს ეფექტურ ადგილობრივ მმართველობას და მათ ძალისხმევას გააუმჯობესონ საქმიანობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ამის შესაბამისად, USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამამ და ევროკავშირის ინიციატივამ „მერების შეთანხმება აღმოსავლეთში“, ერთობლივად უმასპინძლეს მერებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს 32 მუნიციპალიტეტიდან. ღონისძიების მონაწილეები წყლის რესურსების უსაფრთხოების, მდგრადი მართვისა და წყალთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხების განსახილველად სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში შეიკრიბნენ.
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესში წყლის მნიშვნელობაზე ყურადღების გასამახვილებლად, ღონისძიება სამ ძირითად მიზანს ემსახურებოდა დამსწრეთა ინფორმირებულობის ზრდას წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონზე და მის მნიშვნელობაზე მუნიციპალიტეტების დონეზე; ცოდნის გაზიარებას წყლის რესურსების უსაფრთხოებასა და ამ რესურსების მართვაზე, ასევე, კლიმატისადმი მდგრადი ადგილობრივი განვითარების კონტექსტში ადგილობრივი ხელისუფლებების საჭიროებებისა და გამოწვევების გამოკვეთას წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიზნით.
ღონისძიების მისასალმებელ სიტყვაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა აღნიშნა, რომ სუფთა წყალზე წვდომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში, „…რადგან ის უკავშირდება ადამიანების ჯანმრთელობას, სოციალურ თანასწორობას და მდგრად განვითარებას. კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა წყლის რესურსების გამოყენების მხრივ დამატებით გამოწვევებს ქმნის. აღნიშნული კი მოითხოვს მეტ ინვესტიციებს წყლის ინფრასტრუქტურაში, ასევე სწორად დაგეგმილ, კლიმატის ცვლილებაზე ადაპტირებული მიდგომების შემუშავებას, რათა წყლის რესურსები უფრო ეფექტიანად და რაციონალურად იქნას გამოყენებული“.
USAID-ის საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოადგილემ, ენი სტიდმა წყლის რესურსების ეფექტური მართვა USAID-ის მხრიდან რეგიონის გაძლიერებული მხარდაჭერის კუთხით განიხილა. „USAID-ის ეს ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას წყლის რესურსების უკეთეს მართვას. ეს გააუმჯობესებს ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიაში და ასევე, ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაზილურობას, რაც USAID-ის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს, თქვა მან.
წყლის რესურსების მდგრადი მართვა უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თემებისა და ეკოსისტემების მედეგობისთვის, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ფონზე. საქართველოში წყლის რესურსების ადგილობრივ დონეზე მართვა მუნიციპალური ხელისუფლებების პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, მათი როლი არსებითია მათსავე თემებში წყლის რესურსების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„დღესდღეობით, წყლის რესურსების მართვაში გაჩნდა გამოწვევები, რომელთა გადასაწყვეტადაც მხოლოდ ინჟინრული მიდგომების გამოყენება და წყალმომარაგების ცვლილება საკმარისი აღარ არის“, აღნიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონული წლის მართვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ერიკ ვიალამ. „წყალმოთხოვნილების მართვა დღეს უკვე გულისხმობს წყალმომხმარებელთა ანგარიშვალდებულებისა ০১ წყალმოხმარების პრაქტიკის გაუმჯობესებასაც. მუნიციპალიტეტები კი წყლის რესურსების მეურვეობასა და მათი ამ მიმართულებით წარმართვაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტორები არიან“.
ღონისძიების თანაორგანიზატორი “მერების შეთანხმება აღმოსავლეთში” ოფისის გუნდის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ფრერინგმა ხაზი გაუსვა წყლისა და კლიმატის ცვლილების მჭიდრო ურთიერთკავშირს, რომელიც მისივე თქმით, ყველაზე აშკარად თემების დონეზე ჩანს.“ამინდის ანომალიური ცვალებადობისა და ეკოლოგიური გამოწვევების პირობებში, მუნიციპალურ დონეზე წყლის რესურსების გონივრული მართვა საქართველოში ადგილობრივი თემების მედეგობის გაძლიერების ქვაკუთხედია, რაც ამასთანავე, მათი საარსებო წყაროს შენარჩუნებას და მდგრადი განვითარებას ემსახურება. ამ გარემოებებში, თანამშრომლობა გადამწყვეტია“, ხაზი გაუსვა მან და დაამატა: „ერთობლივი ძალისხმევითა და სტრატეგიული ინიციატივებით, ჩვენ ვაძლიერებთ ადგილობრივ თემებს კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენების მიმართ და გზას ვუხსნით კლიმატის ცვლილებისადმი მათ მედეგობას”.
ღონისძიების სამუშაო თემები და დისკუსიები დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა წყლის რესურსებისა და გარემოს მმართველობა მუნიციპალიტეტებში, მდინარის სააუზო მართვის მიდგომები, მუნიციპალურ დონეზე და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების გამოყენება ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად და წყლის რესურსების უსაფრთხოების ზრდა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესში.
პროგრამის შესახებ: სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამა (SCRWM) არის USAID-ის მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამა, რომელსაც ახორციელებს Deloitte Consulting LLP სამხრეთ კავკასიაში. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს გააძლიეროს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ეფექტიანი რეგიონული თანამშრომლობა და წყლის მართვა რეგიონში. ისეთ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, როგორებიც არიან სამინისტროები, კერძო სექტორი, სამოქალაქო თუ სამეცნიერო საზოგადოება და წყალთან დაკავშირებული ინსტიტუციები, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვით და წყლის მართვის საერთო პრიორიტეტებზე დაფუძნებულ რეგიონულ თანამშრომლობას; ამასთანავე პროგრამა მოახდენს წყლის მართვის პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების ჰარმონიზებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და კლიმატის ცვლილების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული აქტივობები წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში კეთილდღეობისა და სტაბილურობის გაუმჯობესების წინაპირობას, რომელიც საფუძველს ჩაუყრის სხვა წარმატებულ რეგიონულ თანამშრომლობას.ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი (CoM East)” -ის მიზანია, გაავრცელოს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. CoM East-ი მხარს უჭერს ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკა, გააუმჯობესონ ენერგომომარაგების უსაფრთხოება, თავიანთი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და შეგუების საკითხში. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: https://com-east.eu/ka/USAID-ის საქართველოსთან პარტნიოროზის შესახებ: USAID-მა საქართველოში საქმიანობა 1992 წელს დაიწყო და საქართველოს დახმარების მიზნით, სხვადასხვა პროგრამაში საერთო ჯამში დააბანდა დაახლოებით 19 მილიარდი დოლარი. კერძოდ, ეფექტური და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების მშენებლობაში, განათლებაში, ჯანდაცვაში და სხვა საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაში; ეკონომიკაში, რომელსაც შესწევს სამუშაო ადგილების შექმნის უნარი, მშრომელთა თემების და ოჯახების საკეთილდღეოდ. დემოკრატიულ პროცესებში, რომელთა ცენტრიც მოქალაქეები არიან. USAID ამჟამად ახორციელებს ინვესტიციას 40 განვითარების პროგრამაში, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს ეხმარება არაერთ საკვანძო სფეროში ეკონომიკურ ზრდაში, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, განათლებაში, დემოკრატიულ მმართველობასა და სხვა, რომლებიც შეესაბამება საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს, ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ წინსვლის გაძლიერებას. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ: https://www.usaid.gov/georgia