იტალიის ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გიორგი ამილახვართან
იტალიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განათლების სფეროში და სამომავლო ერთობლივი პროექტები; ქართული და იტალიური უწყებების ნაყოფიერი თანამშრომლობა სასკოლო განათლების დარგში, რომლის წყალობით ამჟამად იტალიურ ენას საქართველოს 60 საჯარო და კერძო სკოლის 8000-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება; მასწავლებელთა საგამოცდო სქემაში იტალიური ენის საგნობრივი გამოცდის ჩართვა; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იტალიური ენის სწავლების გაძლიერება; სასტიპენდიო პროგრამები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ქართველ სტუდენტებს სწავლა იტალიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ – ეს და სხვა საკითხები განიხილა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან შეხვედრაზე.