პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მალიკ მურზალინს შეხვდა.


შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. აღინიშნა მზარდი დინამიკა ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე „შუა დერეფნის“ როლის ზრდის ფონზე.

აგრეთვე, ელჩი შალვა პაპუაშვილს უკანასკნელ წლებში ყაზახეთში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

მხარეებმა განიხილეს შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტი ყაზახეთში. ელჩის თქმით, აღნიშნული ოფიციალური ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობის იქნება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *