Visa და TNETციფრული გადახდების მხარდასაჭერადსაქართველოში ახალ კამპანიას იწყებენ

თბილისი, 2აპრილი, 2024 – Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან – TNET თანპარტნიორობით,ბაზრის მასშტაბურიტოკენიზაციისკამპანიას (Market Wide Tokenization Campaign) იწყებს, საქართველოში ციფრული გადახდების განვითარებისა და ელექტრონული კომერციის მხარდაჭერის მიზნით.

კამპანიადაიწყო მიმდინარე წლის1 აპრილს და დასრულდება 31 მაისს. გათამაშება კი ჩატარდება2024 წლის 14 ივნისს, 15:00 საათზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ,მოიგონ 50 პრიზიდანერთ-ერთი:

  • ავტომობილი – Volvo XC60 Denim Blue
  • 3 ცალი 5000 ლარიანი სამოგზაუროვაუჩერი
  • 6 ცალი TKT Fly-ის 1000 ლარიანი ვაუჩერი
  • 20 ცალი TKT Fly-ის 500 ლარიანივაუჩერი
  • 20 ცალი Vendoo.ge-ის 500 ლარიანივაუჩერი

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა Visa ბარათით, Apple Pay-ისა და Google Pay-ის მეშვეობით, მინიმუმ 10 ლარის ღირებულებისტრანზაქციის განხორციელება TNET-ის შემდეგ პლატფორმებზე: Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Super App, Vendoo.ge, Livo.ge და TKT.ge. თითოეული მსგავსი ტრანზაქციის შესრულებისას მონაწილე მიიღებს გათამაშების ერთ ბილეთს.

„Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, 25 წელია საქართველოში ავითარებს ელექტრონულ გადახდებს, ბიზნეს ეკოსისტემას და ზრუნავს თითოეულ მომხმარებელზე.  ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ორი ათეული წლის განმავლობაში, დავნერგეთ არაერთი ინოვაციური ტექნოლოგია, დაწვლილი შევიტანეთ ელექტრონული კომერციის ტრანსფორმაციაში.ამჯერად, მომხმარებლების გამოცდილების სრულყოფის და ციფრული გადახდების წახალისების მიზნით, ახალ კამპანიას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც Visa ბარათის მფლობელებსა და TNET-ის მომხმარებლებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მოიგონ შთამბეჭდავი პრიზები“, –აღნიშნადიანაკიღურაძემ, Visa-სრეგიონულმამენეჯერმაკავკასიისრეგიონში.

“ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო რომ გახდეს TNET ის ციფრული ეკოსისტემა, რომელსაც  ათი ათასობით მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს, ჩვენს დიდი ხნის პარტნიორ Visa-სთან ერთად, დავიწყეთ 2 თვიანი გათამაშება, რომელიც გამარჯვებულებს ძალიან განსხვავებულ და სასიამოვნო საჩუქრებს ჰპირდება”, – თქვა გიორგი ჩუმაშვილმა, TNET-ის გენერალურმა დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://tnet.ge/tnet_visa.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *