გლობალური ინოვაციების კონკურსში – Visa Everywhere Initiative – მონაწილეობის მისაღებად საქართველოში განაცხადების მიღება დაიწყო

  • კონკურსი Visa Everywhere Initiative (VEI) სტარტაპებს ყველაზე აქტუალური გამოწვევების გადაჭრის ამოცანას უყენებს გადახდებისა და კომერციის სფეროში, რათა ფულადი პრიზები, გლობალური ცნობადობა და მსოფლიოს ყველაზე სანდო ბრენდების მხარდაჭერა მოიპოვონ
  • 2015 წლიდან, VEI- მხარი დაუჭირა 15,000-ზე მეტ სტარტაპს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან, მიეღოთ 48 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება.

თბილისი, 2024 წლის 3 აპრილი: საქართველოში Visa Everywhere Initiative-ის (VEI) 2024 წლის კონკურსსა და გლობალურ ინოვაციების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსის ფარგლებში, ფინტეკ სტარტაპები წარადგენენ გადაწყვეტებს გადახდებისა და კომერციის სფეროში მომავლის გამოწვევების გადასაჭრელად. 

საგრანტო დაფინანსების გარდა, VEI-ის გამარჯვებულები მიიღებენ წვდომას Visa-ს პარტნიორთა უზარმაზარ ქსელზე, რომელიც აერთიანებს საბანკო, სავაჭრო, ვენჩურულ კაპიტალსა (VC) და სამთავრობო სექტორებს. გამარჯვებულები ასევე მსოფლიოს ყველაზე სანდო და ღირებული ბრენდების აღიარებას მოიპოვებენ.  

კონკურსში განაცხადების მიღება 25 მარტს დაიწყო და სრულდება 6 მაისს. შერჩეული მონაწილეები, შემდეგ ეტაპზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის ვირტუალურ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 17 ივლისს გაიმართება. CEMEA-ს ფინალში გამარჯვებული სტარტაპი მონაწილეობას მიიღებს TechCrunch Disrupt-ის გლობალურ ფინალში, რომელიც 2024 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება სან-ფრანცისკოში, სადაც ერთმანეთს ევროპის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის, ლათინური ამერიკის და ჩრდილო ამერიკის ქვეყნების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.  

„Visa Everywhere Initiative არის პლატფორმა, რომელიც ფინტეკებს და მეწარმეებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ ყველაზე მოწინავე და ინოვაციური გადაწყვეტები, რომლებიც გადახდებისა და კომერციის სამყაროში არსებულ მომავლის გამოწვევებს გადაჭრის, განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa- რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში. “ფინტეკებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი სოციალური სარგებელი შესთავაზონ იმ ბაზრებს, სადაც ისინი საქმიანობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფინანსური სერვისების მიწოდებას მათთვის, ვისაც ნაკლები წვდომა აქვს ამ სერვისებზე. Visa-ში ჩვენ გვჯერა, რომ ციფრულ ეკონომიკაზე წვდომა განაპირობებს სამართლიან, ინკლუზიურ ზრდას და VEI არის მნიშვნელოვანი საშუალება ფინტეკების განვითარების მხარდასაჭერად, ვეხმარებით რა მათ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში შედეგის მისაღწევად”. 

პროგრამა პირველად აშშ-ში დაარსდა 2015 წელს და სწრაფად გაიზარდა გლობალურად. დღემდე, თითქმის 15,000-მა სტარტაპმა მიიღო მასში მონაწილეობა, რომლებმაც ერთობლივად 48 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვეს. VEI 2023-ის ფარგლებში, ნიგერიის კომპანიამ Drugstock VEI Global-ის მთავარი პრიზი მიიღო 50,000 დოლარის ოდენობით, ასევე პრიზი აუდიტორიის რჩეულის ნომინაციაში 10,000 დოლარის ოდენობით.

როგორ პროექტებს ვეძებთ

ჩვენ ვეძებთ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლებს და ბიზნესს გადახდებისა და კომერციის სფეროში ინოვაციურ გადაწყვეტებს შესთავაზებენ. უპირატესობა ენიჭება ფინტეკ სტარტაპებს შემდეგი ტექნოლოგიებით: 

განვითარებადი სფეროები

  • ხელოვნური ინტელექტი
  • დიდი მოცულობის მონაცემები/ღია ბანკინგი
  • ქლაუდ ტექნოლოგია (Cloud Computing)
  • ციფრული იდენტიფიკაცია და ბიომეტრია
  • კიბერუსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
  • თაღლითობა და რისკის მართვა
  • ალტერნატიული ფინანსები
  • ალტერნატიული დაკრედიტება
  • მომავლის ლოიალობის პროგრამები

ფულადი გადახდები

  • ფულადი გზავნილები
  • P2P და ტრანსფერები
  • საერთაშორისო გადახდები
  • B2C (გადახდები)
  • B2B გადახდების ორკესტრირება

უზრუნველყოფის საშუალებები (კომერცია და საბანკო საქმე)

  • ონლაინ ბაზრები და ელექტრონული კომერცია
  • ჩაშენებული ფინანსები
  • ძირითადი საბანკო სერვისები და ბანკების მხარდაჭერის საშუალებები
  • ფინტეკ აგრეგატორები
  • ციფრული აქცეპტი
  • საბანკო საქმიანობა, როგორც მომსახურება (BaaS)

ნეო ბანკები და საბროკერო ფირმები

  • ნეო ბანკები/ციფრული ბანკები
  • მობილური ოპერატორები (MNO)
  • ციფრული ბროკერები (Digital Brokerages)
  • ციფრული საფულეები

დაკრედიტება

  • კომერციული დაკრედიტება
  • BNPL
  • სამომხმარებლო დაკრედიტება
  • კაპიტალის პროვაიდერები

სოციალური, კრეატიული და გეიმინგის სფერო

  • პლატფორმები და სერვისები კონტენტის შემქმნელებისთვის 
  • NFT ბაზრები
  • საკოლექციო ნივთები
  • გეიმინგ საფულეები და ტოკენიზაცია
  • თამაშისას განხორციელებული გადახდები და ტრანზაქციები
  • გიგ-ეკონომიკის ინსტრუმენტები

2024 წლის სხვა კატეგორიები

  • მდგრადი საფინანსო ტექნოლოგიები
  • რისკების მართვა

პრიზები

კონკურსის რეგიონულ ეტაპზე შემდეგი ფულადი გრანტები გაიცემა:

  • VEI CEMEA რეგიონული კონკურსის 1-ლი ადგილი – $20,000 
  • VEI CEMEA რეგიონული კონკურსის აუდიტორიის რჩეული – $10,000 

VEI-ის რეგიონულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 6 მაისი.  დამატებითი ინფორმაციისთვის VEI-ის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ https://usa.visa.com/visa-everywhere/everywhere-initiative/initiative.html

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *