2 თვიანი პროცესის შემდეგ, მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით, შექმნილ პეტიციზე საჭირო ხმები შეგროვდა.
2 თვიანი პროცესის შემდეგ, მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით, შექმნილ პეტიციზე საჭირო ხმები შეგროვდა.
გამოსახლების შესაჩერებლად შუამდგომლობას, მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს, იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანებამ პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაცის მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მასშტაბით, შეჩერდეს უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლების სერია, იქამდე ვიდრე, სისხლის სამართლის გამოძიება შესაძლო თაღლითობისა და მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით არ დასრულდება. საუბარია სწორედ იმ საქმეებზე, რომლებზეც იპოთეკითა და მევახშეებით დაზარალებულთა გაერთიანების იურისტებს, საგამოძიებო ორგანოებისთვის საჩივრით აქვთ მიმართული.
საკითხზე დღეს სპეციალური განცხადება „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გიგა წულეისკირმა გააკეთა. გამართულ ბრიფინგზე იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებული ბენეფიციარებიც იმყოფებოდნენ.
გაერთიანება უკვე რამდენიმე წელია მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების უფლებებს, როგორც სასამართლო ინსტანციებში, ასევე საგამოძიებო ორგანოებში იცავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია, საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობისა და მევახშეების თაღლითური სქემის ამსახველი მტკიცებულებების, გადაცემის შესახებ მზაობას გამოთქვამს.