აზიის განვითარების ბანკის ოპერაციებმა 2023 წელს 23.6 მილიარდი შეადგინა და კლიმატის რეკორდულ დაფინანსებას მიაღწია
მანილა, ფილიპინები (25 აპრილი 2024) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2023 წელს $23.6 მილიარდი აშშ დოლარი ($) გამოყო საკუთარი რესურსებიდან, მათ შორის $9.8 მილიარდი კლიმატის დასაფინანსებლად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.აღნიშნული ციფრები მოყვანილია დღეს გამოქვეყნებულ ADB-ის 2023 წლის წლიურ ანგარიშში. ანგარიში აჯამებს ADB-ის მიერ წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეულ დახმარებას სხვა გამოწვევებთან ერთად კლიმატის გაუარესებული კრიზისის, კონფლიქტების ზემოქმედების, სურსათით უზრუნველყოფის არასტაბილურობისა და სავალო ვალდებულებების წნეხის დასაძლევად.“ADB-ის, როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკის მზრდი მუშაობის შედეგად მივიღეთ კლიმატის დაფინანსების ყველაზე მაღალი წლიური შედეგი,” განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. “კლიმატის ადაპტაციისა და შერბილებისთვის განხორციელებული ჩვენი ინვესტიციები მიმართული იყო კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობის, განახლებადი ენერგიისა და მწვანე ტრანსპორტის განვითარებაზე.”