დასრულდა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი თბილისში
დასრულდაიტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი თბილისში (დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე დებორა ბერგამინი, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლია კვარტაპელე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ჯანჯაკომო კალოვინი).
დელეგაციამ გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, გორის და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების როლზე.