თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება „ჩაის ცერემონია და კიოგენის ლექცია და დემონსტრაცია“

3 ივნისს, იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება „ჩაის ცერემონია და კიოგენის ლექცია და დემონსტრაცია“.
ღონისძიებას გაუძღვნენ საგანგებოდ მოწვეული იაპონელი ჩაის ოსტატები და შემსრულებლები იუ კომაკი და ტოშიკო ონერი (ჩაის ცერემონიის ოსტატის სახელი SOHO).


ღონისძიებას ესწრებოდა 95 ადამიანი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ჯაბა სამუშია, კულტურისა და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები.
ღონისძიების განმავლობაში სტუდენტებმა შეძლეს იაპონური ტრადიციული კულტურის უშუალოდ გაცნობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *