11 ივნისს გაიმართება “ჩინური ენის ხიდის” 23-ე საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური
კახა ბენდუქიძის კამპუსში (Auditorium Magnum-ში) 11 ივნისს 17:00-ზე გაიმართება “ჩინური ენის ხიდის” 23-ე საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ჩინურ ენას და დაინტერესებული არიან ჩინური კულტურით. კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან: სიტყვით გამოსვლა, კითხვა-პასუხი და მხატვრული ნაწილი.* ასევე წარმოდგენილი იქნება კულტურული პროგრამა ჩინური საბრძოლო ხელოვნებისა თუ მუსიკალური ნომრებით. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ჩინურ ენასა და კულტურას, მიიღონ ფურცელზე დაწერილი ჩინური სახელები.** ყველა სტუმარი მიიღებს სამახსოვრო საჩუქარს. დასწრება თავისუფალია!”ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომლის ფინალური ნაწილი ტარდება ჩინეთში. კონკურსის გამარჯვებული სტუდენტი ზაფხულში გაემგზავრება ჩინეთში და საქართველოს სახელით 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ჩაერთვება კონკურსში, იგი ასევე შეძლებს ჩინეთის სასურველ უნივერსიტეტში სტაჟირების გავლას.ღონისძიების განმავლობაში გაიმართება თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სტუდენტური და სასკოლო ესეების კონკურსის “მე და ჩინური ენა” და ოლიმპიადის “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?” დაჯილდოების ცერემონიები.ვველით ყველა მსურველს!