კიოგენის წარმოდგენა სოფელ ნიქოზში
4 ივნისს, იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან არსებულ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ჩატარდა კიოგენის წარმოდგენა და მასტერკლასი. ღონისძიებას გაუძღვნენ საგანგებოდ მოწვეული შემსრულებლები – მსახიობი იუ კომაკი და ტოშიკო ონერი (ჩაის ცერემონიის ოსტატის სახელი SOHO).მისასალმებელ სიტყვაში, ელჩმა ისაუბრა იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული გაცვლის მნიშვნელობაზე კიოგენის, ტრადიციული საშემსრულებლო ხელოვნების მეშვეობით. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა მისმა უწმინდესობამ, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ.ღონისძიებას 110 ადამიანი დაესწრო, მათ შორის ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები და ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები. შეგახსენებთ, რომ ნიქოზის ხელოვნების სკოლა იაპონიის განვითარების დახმარების პროგრამის მეშვეობით იყო აღდგენილი 2012 წელს.ღონისძიების განმავლობაში შესრულდა კიოგენის მოკლე ცეკვა „კომაი“, რის შემდეგაც გაიმართა კიოგენის მასტერკლასში, რომელშიც ადგილობრივმა ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.