თბილისში 23-ე საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის „ჩინური ენის ხიდი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კამპუსში „ჩინური ენის ხიდის“ 23-ე საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური ჩატარდა.
.
კონკურსის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები გახდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი :თამარ მახარაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ყურუა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორებს, მარინე ჯიბლაძეს და სუ გუინს, ასევე მასწავლებლებს 2024 წლის ჩინური ენის ხიდის ღონისძიების ორგანიზებისთვის საქართველოში.
ელჩის თქმით,ჩინეთი და საქართველო ტრადიციული მეგობრობის მქონე ქვეყნები არიან.
„ჩინეთი და საქართველო ტრადიციული მეგობრობის მქონე ქვეყნები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი აბრეშუმის გზამ დაუკავშირა ერთმანეთს.ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა და კავშირები მუდმივად ვითარდება. ენა არის ხიდი კომუნიკაციისთვის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა და ქვეყნის ადამიანებს შორის.
2023 წლის ივლისში ჩინეთ-საქართველომ ოფიციალურად დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა და შეთანხმდნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე, რითაც ორო უძველესი ცივილაზცია ახალ ეპოქაში უფრო მეტად დაახლოვდა.
ჩინეთი არა მხოლოდ 1000 წელზე მეტი ისტორიის მქონე ცივილიზაციაა, არამედ ასევე ეკონომიკა. რომელიც დიდი ხანია, რაც მსოფლიო ეკონომიკური ზრდისათვის ყველაზე დიდ წვლილს იღებს. ამიტომ ჩინური ენის სწავლა თითოეულ მოსწავლისა თუ სტუდენტისათვის დიდი კარია, უფრო მეტი/ შესაძლებლობებისა და საქართველოსავით დიდი ისტორიის მქონე უძეველესი ქვეყნის აღმოსაჩენად“, – განაცხადა დიპლომატმა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ჩინურ ენას და დაინტერესებული არიან ჩინური კულტურით. კონკურსი შედგა სამი ეტაპისაგან: სიტყვით გამოსვლა, კითხვა-პასუხი და მხატვრული ნაწილი.
ასევე წარმოდგენილი იქნა კულტურული პროგრამა ჩინური საბრძოლო ხელოვნებისა თუ მუსიკალური ნომრებით.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათე, გაეცნონ ჩინურ ენასა და კულტურას, მიიღონ ფურცელზე დაწერილი ჩინური სახელები.** ყველა სტუმარი მიიღო სამახსოვრო საჩუქარი.
”ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომლის ფინალური ნაწილი ტარდება ჩინეთში. კონკურსის გამარჯვებული სტუდენტი ზაფხულში გაემგზავრება ჩინეთში და საქართველოს სახელით 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ჩაერთვება კონკურსში, იგი ასევე შეძლებს ჩინეთის სასურველ უნივერსიტეტში სტაჟირების გავლას.
ღონისძიების განმავლობაში გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სტუდენტური და სასკოლო ესეების კონკურსის “მე და ჩინური ენა” და ოლიმპიადის “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?” დაჯილდოების ცერემონიები.