ყაზახეთის და საქართველოს კინოცენტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
▫️ მიღწეულ იქნა შეთანხმება ყაზახეთის ეროვნული კინოცენტრის მმართველობის თავმჯდომარის, კურმანბეკ ჟუმაგალისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას შორის. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას კინოსა და კინოწარმოების სფეროში, ასევე, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კინოფესტივალებში.
მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ დაეხმარებიან ერთმანეთს ფილმების წარმოებისა და ჩვენების ტექნოლოგიური პროცესების განვითარებაში, ინფორმაციას გაცვლიან თავიანთ ქვეყნებში კინემატოგრაფიის განვითარების შესახებ და ერთმანეთს კონსულტაციებსა და საექსპერტო დახმარებას გაუწევენ.