სპარსული ენის შემსწავლელი კურსები


?იჩქარეთ, რეგისტრაცია დაწყებულია!
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება გთავაზობთ სპარსული ენის შემსწავლელ კურსებს.
ზოგადი სპარსული ენის კურსი შესაძლებლობას გაძლევთ შეისწავლოთ სპარსული ენა ნულოვანი დონიდან.
კურსს გაუძღვება მოწვეული ლექტორი ირანიდან.
თუ გსურთ სპარსულ ენაზე კომუნიკაციის წარმართვა ნებისმიერი ასაკიდან, ირანის საელჩოს კულტურის განყოფილება გაძლევთ საშუალებას შეისწავლოთ თავისუფალი მეტყველების, კომუნიკაციის, წერა-კითხვის, გამოთქმისა და ინტონაციის უნარ-ჩვევები, დახვეწოთ ლექსიკა და გრამატიკა, გქონდეთ სასაუბრო პრაქტიკა სპარსულ ენაზე, რაც წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს ნებისმიერ ენის დაუფლების დროს.

სპარსული ენის შესწავლა მიმდინარეობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის პროგრამებით, რომელიც მოიცავს როგორც გრამატიკულ ასევე ლექსიკურ მეცადინეობას. გამოყენებული იქნება უახლესი სასწავლო ლიტერატურა, აუდიო-ვიდეო მასალები.
ინფორმაცია კურსის შესახებ:
✳ მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ,
✳ გაკვეთილის ხანგრძლივობა – 1:30 სთ;
✳ კურსს წარუძღვება მოწვეული პედაგოგი ირანიდან.
✳ კურსის ხანგრძლივობა – 45 დღე
✳ დარეგისტრირებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, სწავლება ან ივნისის დასასრულს ანდა ივლისის დასაწყისში ამოქმედდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *