იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს
იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა იტალია-საქართველოს ურთიერთობები, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს ევროინტეგრაცია, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.