იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან
მჭიდრო თანამშრომლობა იტალიასა და საქართველოს შორის, არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერება, საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველოს განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები – ეს და სხვა საკითხები განიხილა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე.