ქალაქ პეკინის ხელოვნების ცენტრში ქართული ანსამბლის „ჯეო ფოლკ ტური“-სა და ჩინური დუეტის „გლინტვეინის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა
2024 წლის 24 და 25 აგვისტოს, ქ. პეკინის ხელოვნების ცენტრში, ჩინეთის #1 საკონცერტო დარბაზში ქართული ანსამბლის „ჯეო ფოლკ ტური“-სა და ჩინური დუეტის „გლინტვეინის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა, რომლის დროსაც შესრულდა ქართული და აზიური ხალხური სიმღერები.
აღსანიშნავია, რომ 1800 კაციანი დარბაზის კონცერტის ბილეთები უკვე 2 კვირით ადრე სრულად გაიყიდა, ხოლო კონცერტზე ქართული ანსამბლის გამოსვლამ დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
კონცერტს საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე, საელჩოს თანამშრომლები და ყაზახეთის კულტურის ატაშე დაესწრნენ. მათ პირადად მიულოცეს ანსამბლის წევრებს წარმატებული გამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ „ჯეო ფოლკ ტური“ მრავალი წლის განმავლობაში ქართული და მუსიკალური პროექტების მეშვეობით ნაყოფიერად უწევს პოპულარიზაციას ქართულ კულტურას და პოლიფონიას. გარდა ამისა უცხოური ფოლკ და როკ კომპოზიციების გადამღერებით ქართულ პოლუფონიურ სტილში, ანსამბლი ხელს უცყობს ერების დაახლოვებას და კულტურულ გაცვლას, მათ შორის ჩინეთთან. აზიური ტურნეს აღსანიშნავად ანსამბლმა გამოსცა ალბომი „The Orient Sun”, რომელიც გარდა ქართულისა, ასევე შეიცავს ჩინურ, იაპონურ, კორეულ და ყაზახურ ხალხურ სიმღერებს. ჩინური ტურნეს ფარგლებში კონცერტები ასევე ჩატარდება სუჯოში, ნანტონგში და შანხაიში.