აზიის განვითარების ბანკი აძლიერებს სტრატეგიულ ფოკუსს და ზრდის დახმარებას მთავარ პრიორიტეტებზე
მანილა, ფილიპინები (6 სექტემბერი 2024) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა ახალი, ამბიციური გზამკვლევი ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისა და აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების წინაშე მდგომ გამოწვევებთან გამკლავების გასაძლიერებლად, მათ შორის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებებისა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის გასაზრდელად.
ADB-ის სტრატეგია 2030-ის შუალედური განხილვა — ბანკის კორპორატიული სტრატეგიის განახლებული დოკუმენტი — აჩვენებს თუ როგორ გარდაიქმნება ბანკი სწრაფად ცვალებად გარემოში და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც ხელს უშლის მის ხედვას გახადოს რეგიონი წარმატებული, მრავალმხრივი, მედეგი და მდგრადი. “კასკადურმა შოკებმა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში შეაფერხა წლების განმავლობაში მიღწეული განვითარების პროგრესი. ADB ანახლებს ხედვას, აძლიერებს ფინანსურ შესაძლებლობებს და ოპერაციულ მიდგომას, რათა წევრ ქვეყნებს დაეხმაროს ამ უპრეცენდენტო გამოწვევების დაძლევაში, მათ შორისაა კლიმატისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისები და ეკონომიკური და ფისკალური მოწყვლადობა,” განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. “ჩვენი დახმარება ახლა ყველაზე მეტად საჭიროა. ახალი გზამკვლევი უპრეცენდენტოდ ზრდის ADB-ის საქმიანობის ამბიციასა და ფოკუსს და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გაბედული მოქმედებითა და ტრანსფორმაციული შედეგით მივაღწიოთ დასახულ მიზანს.” დოკუმენტი ამძაფრებს ADB-ის სტრატეგიულ ფოკუსს და ადგენს ახალ კორპორატიულ მიზნებს მთავარ მიმართულებებზე.
არსებული მანდატის პარალელურად, რომელიც სიღარიბესთან ბრძოლასა და მოსახლეობის საარსებო საშუალებების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ADB გააღრმავებს მუშაობას რეგიონის ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან განვითარების საკითხზე: კლიმატის ცვლილება, კერძო სექტორის განვითარება, რეგიონული თანამშრომლობა და საზოგადოებრივი კეთილდღეობა, ციფრული გარდაქმნა და მედეგობა და გაძლიერება. განახლებული ფოკუსი მამოძრავებელი ფაქტორია უფრო დიდი შედეგის მისაღებად ორგანიზაციის თანამშრომლებისა და რესურსების მისამართად.
კლიმატის ცვლილების მიმართ რეგიონის მედეგობის გასაზრდელად, ADB მიზნად ისახავს 2030 წლისათვის კლიმატის დაფინანსებამ მიაღწიოს მისი ჯამური წლიურად გამოყოფილი დაფინანსების 50%-ს. ADB-ის მიზანია 2019-დან 2030 წლამდე მის მიერ გაცემულმა კლიმატის ჯამურმა დაფინანსებამ მიაღწიოს 100 მილიარდი აშშ დოლარი ($).კერძო სექტორის განვითარების გასაძლიერებლად, ADB მიზნად ისახავს 2030 წლისათვის კერძო სექტორზე გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინოს $13 მილიარდი, რაც დღევანდელ მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. ეს მოიცავს ბანკის პირად რესურსებსა და ყველა პირდაპირ მობილიზაციას, მათ შორის მინიმუმ $4.5 მილიარდს პირდაპირი კერძო კაპიტალის მობილიზებით. დამატებით ADB-ის მიზანია 2030 წლისათვის სუვერენული ოპერაციების 40%-ს ღირებული წვლილი შეჰქონდეს კერძო სექტორის განვითარებაში. აღნიშნული ახალი ნაბიჯები ხელს უწყობს ADB-ის მიმდინარე მუშაობას გაზარდოს დაფინანსების შესაძლებლობა და გააუმჯობესოს ეფექტიანობა რეფორმების საჭიროების საპასუხოდ მრავალმხრივი განვითარების ბანკების ორგანიზაციული მოწყობის ოპტიმიზებისა და წევრი ქვეყნების უკეთ დახმარების მიზნით.
2023 წლის სექტემბერში, ADB-მა დაამტკიცა კაპიტალის მართვის რეფორმა, რომელიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომს გახდის $100 მილიარდის ოდენობის ახალი დაფინანსების საშუალებებს. რეფორმა აძლიერებს ბანკის წლიური დაფინანსების შესაძლებლობას $36 მილიარდამდე, რაც დაახლოებით $10 მილიარდიანი ანუ 40 პროცენტიანი ზრდაა.2023 წლის ივნისში, ADB-მა დაიწყო 2002 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რეფორმის გატარება საკუთარი ოპერაციების გარდასაქმნელად. ახალი საოპერაციო მოდელის დანერგვა ზრდის ADB-ის, როგორც კლიმატის ბანკის შესაძლებლობებს; აძლიერებს მუშაობას კერძო სექტორის განსავითარებლად და კერძო ინვესტიციების მოსაზიდად; განვითარებადი წევრი ქვეყნებისთვის ქმნის მაღალი ხარისხის განვითარების გადაწყვეტილებების უფრო ფართო სპექტრს და ანახლებს მუშაობის გზებს, რათა ორგანიზაცია გახდეს უფრო სწრაფი, მოქნილი და კლიენტებთან მეტად დაკავშირებული.ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას.
ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.