yolo-მ ვებგვერდი განაახლა
ციფრული პლატფორმა YOLO ერთ სივრცეში თბილისის საუკეთესო მოვლენებსა და შთაბეჭდილებებს გვთავაზობს. მეტი სიმარტივისთვის ბრენდმა ცოტა ხნის წინ განახლებული ვებგვერდი წარადგინა.
განახლებული ვებ-გვერდი სრულად შეესაბამება თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს და ნებისმიერი მსურველი მარტივად შეძლებს სასურველი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ან უნიკალური საჩუქრების შეძენას როგორც ვებგვერდიდან, ასევე მობილურით.
YOLO – ზე წარმოდგენილია 100-მდე შთაბეჭდილება 20-მდე კატეგორიიდან. მათ შორის: სპორტი და ექსტრემალური აქტივობები, სილამაზე და თავის მოვლა, შემოქმედება, თვითგანვითარება, გასტრონომია და სხვ.
მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად შთაბეჭდილებების შეძენა შესაძლებელია როგორც ციფრული ვერსიის, ასევე სასაჩუქრე შეფუთვის სახით. სასაჩუქრე შეფუთვის შეძენისას შეძლებთ საჩუქრის გატანას თავად ან მიტანის სერვისით სარგებლობას.
YOLO განაგრძობს განვითარებას და მომავალში მომხმარებლებს
უამრავ სიახლეს ჰპირდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვებგვერდის ამ რელიზში აქცენტი საჩუქრების მიმართულებაზე გაკეთდა, ხოლო შემდგომი განახლებისას კი აფიშის მიმართულება შეიცვლება.
“საიტის შემდგომ რელიზში აფიშის მიმართულება განახლდება. ღონისძიებებისორგანიზატორებისთვის დავამატებთ “პირად კაბინეტს” რომლის ანალოგიც ბაზარზე არ არსებობს და რომელიც აღჭურვილი იქნება მათთვის საჭირო ყველა ანალიტიკური და მარკეტინგული ხელსაწყოთი” – ამბობს ანი სანაია, კომპანია YOLO-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი.