მემორანდუმი ჰუნანის საერთაშორისო პროფესიულ კოლეჯთან (International Business Vocational College)
2024 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჰუნანის საერთაშორისო ბიზნესის პროფესიულ კოლეჯსI (International Business Vocational College) (ჩინეთი) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და მეორე მხრივ, ჰუნანის საერთაშორისო ბიზნესის პროფესიული კოლეჯის ვიცე-დირექტორმა – გუი ჩენგმა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამეცნიერო საკითხებზე მკვლევრების გაცვლით და შეთანხმებულ თემებზე ერთობლივი კვლევების ჩატარების მიზნით გაცვლიან აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, პუბლიკაციებსა და სამეცნიერო მონაცემებს და სტუდენტებისთვის მოაწყობენ სასწავლო კურსებს (როგორც აუდიტორული დასწრებით, ასევე – დისტანციურად), მათი გადამზადებისა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების მიზნით.
ხელმოწერის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ და ჩინელმა სტუმრებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია და სსუ-ის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარი, პროფესორი ბადრი ნაჭყებია.