აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარება დიდი გამოცდილების მქონე აზერბაიჯანის მაღალი ავტორიტეტის დასტურია
გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 29-ე სესია – COP29 კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. COP29-ის მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიების აზერბაიჯანში ჩატარება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა. ამავდროულად, ეს არის აზერბაიჯანის მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის დადასტურება.
აღსანიშნავია, რომ COP29-ის აზერბაიჯანში ჩატარება, პირველ რიგში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტისა და მისი წარმატებული პოლიტიკის ნათელი მაგალითია. ჩვენი ქვეყნის მეთაურმა ამ მიღწევით აზერბაიჯანის სიძლიერე კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი ნდობა მოიპოვა.
ცნობილია, რომ აზერბაიჯანი გლობალური პრობლემებიდან ერთ-ერთი – კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ძალისხმევის მობილიზებას ახდენს და ამ ბრძოლაში წვლილი შეაქვს, რითაც მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. დღეს მსოფლიოში ბუნებას მიყენებული ზიანის და ეკოლოგიური პრობლემების პრევენცია გლობალური გამოწვევაა. ეს მზარდი საფრთხეები გადაუდებელ ზომებს, ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებულ მოქმედებას საჭიროებს. აზერბაიჯანი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ამ მოწოდებას შეუერთდა.
აზერბაიჯანი თავად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ სფეროში. მიღწეული შედეგებით გარემოს და ეკოლოგიის დაცვის მიმართულებით წარმატებას მიაღწია. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციატივით, ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონების “მწვანე ენერგიის ზონად” გამოცხადება ამ კუთხით მაღალი შეფასების ღირსია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გლობალური სურათი ქვეყნებს ეროვნულ დონეზე პასუხისმგებლობას უმძაფრებს. ყოველი სახელმწიფო თავის პოლიტიკაში დეკარბონიზაციის საკითხები უნდა გამოყოს.
აზერბაიჯანი ერთგულია მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკისადმი და ამ მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ენერგიის მწარმოებელია, ის დიდ ინვესტიციებს დებს განახლებად ენერგიის წყაროებში და ამ სფეროში წამყვანი ინიციატივებით გამოირჩევა. მაგალითად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მიერ განახლებადი ენერგიის პროექტებში განხორციელებული ინვესტიციები თვალსაჩინოა. საერთო ჯამში, აზერბაიჯანი 2027 წლამდე 2,8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებას გეგმავს. ეს კი მწვანე ენერგიის პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
თუმცა, ერთი საკითხი უნდა აღინიშნოს: აზერბაიჯანი, კლიმატური უსაფრთხოების მხარდასაჭერად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, ენერგიის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსის გამო ზოგჯერ დისკრიმინაციის ობიექტი ხდება. ეს მიდგომა საერთაშორისო კლიმატურ ბრძოლაში სამართლიანი მიდგომის უზრუნველყოფის აუცილებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
COP29 ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ, ამ ღირებულ ღონისძიებაზე მსოფლიო ქვეყნებმა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის დაფინანსების საკითხზე შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. COP29-ის მასპინძლობით აზერბაიჯანს შესაძლებლობა ექნება გააფართოვოს ურთიერთობები მწვანე ენერგიის წამყვან ქვეყნებთან, ასევე ფინანსურ ელიტებთან. ვინაიდან წამყვანი ქვეყნების და ფინანსური ცენტრების მხარდაჭერისა და ინვესტიციების გარეშე ენერგიის გარდაქმნის განხორციელება და ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია. აზერბაიჯანის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, ოფიციალური ბაქოსთვის ქვეყნისთვის ინვესტიციების მოწოდება და საერთაშორისო ფინანსური არხების გახსნა სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. ამ კონტექსტში ფინანსური უზრუნველყოფა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში დიდ როლს ასრულებს.
ასე რომ, COP29-ზე ფინანსური საკითხები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება. COP და კლიმატის ცვლილებების გამო მსოფლიო დასავლეთისგან ახალი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ელოდება. თუმცა ვხედავთ, რომ ამ გლობალურ პრობლემასთან ბრძოლაში ფინანსური ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, დასავლეთი COP29-ის მასპინძელ ქვეყანას ცილისწამებისა და შანტაჟის კამპანიას უტარებს, რაც მიუღებელია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლიმატს ყველაზე მეტად აზიანებენ დასავლეთის ქვეყნები. შესაბამისად, ისინი ცდილობენ აზერბაიჯანის კეთილშობილური მიზნების დისკრედიტაციას და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ძირითადი საკითხებიდან.
ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტაქტიკის გაცნობიერება და განვითარებადი ქვეყნების უფლებების დასაცავად ხმის ამოღება.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ერთი რამ: ყველა წნეხის მიუხედავად, აზერბაიჯანი COP29-ის დონის ღონისძიებას კვლავ მაღალ დონეზე ჩაატარებს, რადგან აზერბაიჯანს დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში.
ხათაი აზიზოვი
აზერტაჯის სპეციალური კორესპონდენტი საქართველოში