თურქეთი 2024 წლის მე-3 კვარტალს ტურიზმის რეკორდული მაჩვენებლით ხურავს

2024 წელს, სექტემბრის თვის ჩათვლით თურქეთმა 49,2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 46,9 მილიარდი აშშ დოლარს გაუტოლა. თურქეთის ვიზიტორთა რიცხვის წლიური ზრდა იყო 9%, ხოლო მიღებული შემოსავალი 7%. ამ შედეგების გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ქვეყანა ეცდება მიაღწიოს სამიზნე 60 მილიონ ვიზიტორს.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ქვეყნის 2024 წლის მე-3 კვარტლის შედეგები ტურიზმის მიმართულებით. მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ 2024 წელს, სექტემბრის თვის ჩათვლით, თურქეთში ვიზიტორების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა და 49,2 მილიონს მიაღწია.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა იმავე პერიოდში 7%-იანი ზრდა აჩვენა და 46,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ მხრივ, თურქეთის საშუალო დღიური ხარჯი ერთ საერთაშორისო ვიზიტორზე 107 აშშ დოლარს აღწევდა.

მინისტრმა ერსოიმ განაცხადა: „პირველი 9 თვის შედეგები, რაც ჩვენ მივიღეთ, არის ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე უნახავს თურქეთის რესპუბლიკას; შესაბამისად, წლის ბოლომდე ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ მივაღწიოთ 61 მილიონ ვიზიტორს“.

კონკრეტულად სტამბოლმა, პირველი ცხრა თვის განმავლობაში 14 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. ამაში დიდი წვლილი აქვს მის ძირითად ტურისტულ ადგილებს – ტაქსიმს, ბოსფორს, ქარაქოის რაიონებს, ასევე შესანიშნავ ღირსშესანიშნაობებს, რადგანაც უმეტესად, სწორედ ამ ადგილებს ეწვია უამრავი ტურისტი დაახლოებით 200 ქვეყნიდან.

რაც შეეხება, ანტალიას, რომელიც ცნობილია “თურქეთის ტურიზმის დედაქალაქად”, ამ პერიოდის განმავლობაში უმასპინძლა13,3 მილიონზე მეტ ვიზიტორს და ის ისევ ინარჩუნებს ლიდერობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

თურქეთმა მიაღწია უდიდეს ზრდას ძირითად სამიზნე ბაზრებზე

რუსეთიდან, გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან უამრავი ტურსიტი შემოდის თურქეთში. ისინი ძირითადად ისვენებენ ანტალიაში, სტამბოლში, იზმირსა და მუღლაში, რომლებიც თურქეთის მთავარ ტურისტულ ცენტრებს წარმოადგენს.

მაგალითად, 5,5 მილიონზე მეტმა რუსმა ტურისტმა აირჩია თურქეთი დასასვენებლად, რამაც ქვეყანაში 2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, წინა წელთან შედარებით 6%-იანი ზრდა შეადგინა. იმავე პერიოდში გერმანელი ვიზიტორების რაოდენობამ 5,2 მილიონს გადააჭარბა, ხოლო გერმანიის ბაზარი 6%-ით გაიზარდა. გაერთიანებულმა სამეფომ კი აჩვენა 17%-იანი ზრდა აჩვენა, რადგან თითქმის 3,7 მილიონი ბრიტანელი ეწვია თურქეთს. ასევე აღსანიშნავია, რომ თურქეთმა მიაღწია თავის ყველაზე მნიშვნელოვან ზრდას ჩინეთში, რადგან ის ამ ქვეყნიდან მასპინძლობს 312 000-ზე მეტ ვიზიტორს. ეს გასულ წელთან შედარებით 84%-იან ზრდას ნიშნავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *