სტამბოლის ისტორიული კოშკები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

 

სტამბოლის ისტორიული კოშკები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ულამაზესი სტამბოლი, რომელიც ერთდროულად ორ კონტინენტს აკავშირებს,  ყოველთვის ახერხებს სტუმრების მოხიბვლასა და გაოცებას თავისი გამორჩეული არქიტექტურით, კულტურითა და გასტრონომიით. ეს ის ქალაქია, რომლის ერთხელ მონახულების შემდეგ წარმოუდგენელია უკან დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეთ. სტამბოლის ღირსშესანიშნაობებს შორის ყურადღებას იპყრობს თავად კოშკები, რომლებსაც ჩვენთვის წარსულის კვალი აქვთ შემონახული. მოდით, უფრო მეტი გავიგოთ მათ შესახებ.

გალათას კოშკი (Galata Tower)

გალათას კოშკი სტამბოლის ყველაზე საკულტო ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.  გალათას კოშკი შედგება აგურის ნაკეთობებისგან, თაღოვანი ფანჯრებისა  და გასაოცარი კონუსური სახურავისგან. ოსმალელი ისტორიკოსისა და მოგზაურის ევლია ჩელების სეიაჰათნამეს თანახმად, 1630-1632 წლებში ჰეზარფენ აჰმედ ჩელები, რომელიც ადრეული საკონტინენტთაშორისო პილოტი გახლდათ, ხელოვნური ფრთების გამოყენებით ამ კოშკიდან ბოსფორისა და სტამბოლი საოცარი ხედების გავლით,  გადაფრინდა უსქიუდარში, რომელიც ქალაქის ანატოლიურ მხარესაა და თითქმის ექვსი კილომეტრითაა დაშორებული კოშკიდან.

თუმცა, მხოლოდ  ეს საოცარი ხედები არ ხდის გალათას კოშკს ასე მიმზიდველს. ნაგებობა ასევე არის ქალაქის წარსულის ისტორიული მოწმე. გალათას კოშკი აშენდა 528 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერატორ იუსტინიანეს მიერ და იგი შემდეგ , 1384 წელს აღდგენილ იქნა  იტალიელ ემიგრანტთა საზოგადოების მიერ. 

ქალწულის კოშკი (Maiden’s Tower)

სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მონახულებული ღირსშესანიშნაობაა ასევე  ქალწულის კოშკი, რომელსაც დაახლოებით  2500 წლის ისტორია აქვს.  იგი რამდენიმე სარესტავრაციო სამუშაოს შემდეგ,  2023 წელს, გაიხსნა მუზეუმის სახით. ლეგენდის თანახმად, ერთხელ რომელიღაც წინასწარმეტყველმა  მეფეს უთხრა, რომ მისი ქალიშვილი გველის ნაკბენით გარადიცვლებოდა. ამის გამო ქალისშვილის დასაცავად  მეფემ ააგო გალათას კოშკი,  თუმცა, გოგონას  მაინც არ ასცდა ბედი და გველმა უკბინა. ეს გველი ხილის კალათით იყო შეპარული ციხესიმაგრეში.

ბაიაზიდის კოშკი (Beyazıt Tower)

ერთ-ერეთი საოცარი კოშკი, რომელიც სტამბოლში მდებარეობს, არის ბაიაზიდის კოშკი. მას ისტორიულად საგუშაგოს როლი ჰქონდა მინიჭებული. იგი მდებარეობს სტამბოლის უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში, ბაიაზიდის მოედანზე. კოშკს  თავისი სპეციალური განათების სისტემების საშუალებით შეუძლია ვიზიტორს ამცნოს ამინდის პროგნოზი სხვადასხვა ფერებით. ამ ფერების მიხედვით,  წითელი ნიშნავს თოვლს, ლურჯი – ნათელ ამინდს, მწვანე – წვიმას, ხოლო ყვითელი – ნისლს. თუმცა, ბაიაზიდის ისტორიული ფესვები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.  კოშკი  აშენდა ოსმალეთის სულთნის  მაჰმუდ II-ის ბრძანებით, როგორც სახანძრო-სათვალთვალო კოშკი.  თუმცა, აღსანიშნავია, რომ  იგი  დიდი ხანძრის დროს დაიწვა. საბოლოოდ, 1828 წელს მის ადგილას აშენდა სხვა ქვის კოშკი ოსმალეთის ბაროკოს სტილში, რომელსაც დღეს თავისუფლად შეგიძლიათ ეწვიოთ.

ჩამლიცას კოშკი (Çamlıca Tower) 

ჩამლიცას კოშკი, რომელიც მდებარეობს პატარა ჩამლიცას გორაზე, არის უახლესი კოშკი და ამავდროულად, არის ყველაზე მაღალი ნაგებობა სტამბოლში. მისი სიგრძეა  369 მეტრი, სადაც ნახავთ   რესტორნებსა და კინოდარბაზს.  იგი შედგება 49 სართულისგან და ბოლო სართულზე ასვლისას თქვენს წინაშე საოცარი ხედი გადაიშლება. თქვენ აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ თურქული სამზარეულოს საკულტო კერძები და ნახოთ ესა თუ ის ფილმი არსებულ კინოდარბაზში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *