ისტორიული აღმოჩენა თურქეთში – აღმოჩენილია წმინდა ნიკოლოზის სარკოფაგი
ისტორიული აღმოჩენა თურქეთში – აღმოჩენილია წმინდა ნიკოლოზის სარკოფაგი
თურქეთში, ანტალიაში, დემრეს რაიონში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში სარკოფაგი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჰათაი მუსტაფა ქემალის სახელობის უნივერსიტეტის, ხელოვნებისა და ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი, ებრუ ფატმა ფინდიკი გვაუწყებს: „თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს პროექტის – „მომავლის მემკვიდრეობა“ ფარგლებში, ჩვენი თანამშრომლები აწარმოებენ მნიშვნელოვან გათხრებს ეკლესიის სამხრეთ ნაწილში, მიწისქვეშ და მუშაობენ 20 მეტრი სიღრმის ნაწილში.
სტრუქტურის შიგნით წარმოებული გათხრებისას, მოულოდნელად გამოჩნდა სარკოფაგი, რომელიც გაირკვა, რომ ადგილობრივი ქვისგანაა მომზადებული და ოდნავ მაღალი ლულის სახურავი აქვს. სარკოფაგის სიგრძე დაახლოებით 2 მეტრი სიგრძისაა. ასევე თვალშისაცემია მისი მსგავსება რეგიონის სხვა სარკოფაგებთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ გათხრების დროს ტერაკოტის ლამფები და ცხოველთა ძვლები აღმოაჩინეს”,-აღნიშნავს ფატმა ფინდიკი.
პროფესორმა დასძინა: „ჩვენ გვჯერა, რომ ეკლესიასთან ახლოს აღმოჩენილი ეს სარკოფაგი წმინდა ნიკოლოზის საფლავს შეიცავს. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იმედი მაქვს, ამ გათხრით სამუშაოებსა და სარესტავრაციო პროცესებს მალე დავასრულებთ და ამით ჩვენი ქვეყნის ტურიზმში დიდ წვლილს შევიტანთ“.
წმინდა ნიკოლოზის შესახებ
ლეგენდა წმინდა ნიკოლოზის, იგივე სანტა კლაუსის შესახებ ასობით წელიწადს მოიცავს. ის უკავშირდება ერთ სათნო და კეთილშობილ ბერს სახელად ნიკოლოზს. ცნობილია, რომ ნიკოლოზი დაიბადა ჩვ.წ მე-4 საუკუნეში ლიკიის ქალაქ პეტერაში. წმინდა ნიკოლოზი ბევრი ლეგენდის გმირი გახდა. გადმოცემის თანახმად, მან მთლიანად გასცა მემკვიდრეობით მიღებული დიდძალი ქონება და ის მოგზაურობის დროს ღარიბებსა და ავადმყოფებს დაურიგა. არსებული ცნობით, იგი ბევრ ადამიანს ეხმარებოდა და ფარულად ტოვებდა საჩუქრებს ფანჯრებსა თუ საკვამურებში, ამიტომ წმინდა ნიკოლოზი ხალხმა გაიცნო როგორც ბავშვების, ვაჭრებისა და მეზღვაურების მფარველი. წმინდა ნიკოლოზი დაიბადა დაახლოებით 300 წელს ლიკიის ქალაქ პატარაში, როგორც მდიდარი ხორბლის ვაჭრის ერთადერთი შვილი. ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ლეგენდები უხვადაა.
არსებული ცნობით, წმინდა ნიკოლოზმა რამდენიმე წლის შემდეგ დატოვა მშობლიური ქალაქი და დასახლდა ახლომდებარე ქალაქ მირაში. ითვლება, რომ წმინდა ნიკოლოზი გარდაიცვალა 343 წლის 6 დეკემბერს, 65 წლის ასაკში, ქალაქ მირაში. მგლოვიარე მირიელებმა ააშენეს ეკლესია მისი, როგორც წმინდანის ხსოვნის პატივსაცემად და დაკრძალეს იგი სარკოფაგში. აღნიშნული ეკლესია მოგვიანებით მიწისძვრისა და დარბევის შედეგად დაინგრა და მე-9 საუკუნეში იგი ისევ აღადგინეს. შემდეგი ყველაზე მასშტაბური აღდგენა მოხდა 1042 წელს, აღმოსავლეთ რომის იმპერატორის, კონსტანტინე IX-სა და მისი მეუღლის, ზოის მიერ. ამის დამსახურებაა, რომ დღეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ახლო აღმოსავლეთის, რომაული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეკლესია, რომელიც 2000 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია, თურქეთში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ ადგილად ითვლება. ეკლესიას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს პილიგრიმობისთვის.