ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნერგები დარგეს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კურატორობით წარმოებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის „რისკ-ფაქტორების“ საკომუნიკაციო კამპანიის “გაჯანსაღდის” ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიება, თამბაქოს კონტროლის ცარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქციაში მონაწილეობდა 175-ე საჯარო სკოლის 30-ზე მეტი მოსწავლე, პედაგოგებთან ერთად.

თბილისის მერიის გამწვანების სამსახურთან – „ეკოსერვისთან“ თანამშრომლობით შეირჩა შესაფერისი ადგილი, მომზადდა ორმოები და მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დარგეს წიწვოვანი მცენარეების ნერგები.აქციის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მსგავსი აქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის. მათი განცხადებით, „ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართულობა ხელს უწყობს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას. ეს გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ ტყეების მნიშვნელობა და გარემოს დაცვის აუცილებლობა.“განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აქცია პირდაპირ უკავშირდება კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემას – წყალსა და სანიტარიას.

წყალი, რომელიც სიცოცხლის წყაროა, მჭიდროდ არის დაკავშირებული ტყეების არსებობასთან. ხე-ტყის საფარი არა მხოლოდ იცავს წყლის რესურსებს, არამედ უზრუნველყოფს მის სისუფთავესა და მდგრადობას. ტყეების გარეშე წყლის ბუნებრივი წრებრუნვა შეუძლებელი იქნებოდა, რაც საბოლოოდ ადამიანის არსებობასაც საფრთხეს შეუქმნიდა.მსგავსი აქციები ხელს უწყობს მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც აუცილებელია ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *