თურქეთი მდგრადი გასტრონომიის კუთხით აქტიურად მუშაობს
თურქეთი მდგრადი ტურიზმის მიმართულებით საკმაოდ აქტიურია. იგი განსაკუთრებით წარმატებულია გასტრონომიის თვალსაზრისით. თურქეთში არის ათი რესტორანი, რომლებმაც მხოლოდ ორ წელიწადში მიაღწიეს უდიდეს წარმატებას და დაიმსახურეს მიშლენის მწვანე ვარსკვლავები (MICHELIN Green Star). თურქეთი ასევე აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საკუთარი მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობა შეუსაბამოს თანამედროვე ეკოლოგიურ პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ იგი მდგრადი ტურიზმის სფეროში წამყვანი ქვეყანაა 19 000-ზე მეტი დამოწმებული და სერტიფიცირებული განსახლების ობიექტით, რომლითაც ვიზიტორებს თავისუფლად შეუძლიათ ისარგებლონ.
GSTC-კრიტერიუმები სურსათისა და სასმელების მომსახურების მიმწოდებლებისთვის
2022 წელს თურქეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მთავრობის დონეზე ხელი მოაწერა შეთანხმებას (მდგრადი ტურიზმის ეროვნული პროგრამის შესახებ) გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოსთან (GSTC). დღეისათვის ქვეყანაში 17 500-ზე მეტი განსახლების ობიექტი არის დამოწმებული, ხოლო 1300 სერტიფიცირებულია GSTC-ს კრიტერიუმების მიხედვით. ამ ძალისხმევის დამსახურებით, თურქეთმა მიაღწია წამყვან პოზიციას მდგრადობის კუთხით გლობალურ ინდექსებში. მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსის (TTDI) 2024 წლის შედეგების მიხედვით, ქვეყანამ 119 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი დაიკავა. ამ პროგრამის განხორციელებაში მიღწეული წარმატების შემდეგ, თურქეთი ახლა GSTC-ის მხარდაჭერით, მუშაობს საკვებისა და სასმელების მომსახურების მიმწოდებლებისთვის ახალი კრიტერიუმების შემუშავებისთვის.
მიშლენის მწვანე ვარსკვლავის მფლობელი 10 რესტორანი თურქეთში
ახალგაზრდა თურქი მზარეულები ცდილობენ შექმნან საინტერესო გასტრონომიული სურათი, რომელიც, ცხადია, დაკავშირებული იქნება ანატოლიის მიწების კულტურულ ფესვებთან. ისინი ინარჩუნებენ თურქულ კულინარიულ მემკვიდრეობას და ახერხებენ მის შერწყმას თანამედროვე კერძებთან. ეს კი ცხადია, განაპირობებს ადგილობრივი გასტრონომიის მდგრადობას. სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომაც დაიმსახურა თურქეთის 10-მა რესტორანმა MICHELIN Green Stars, ანუ მიშლენის მწვანე ვარსკვლავები, რაც დიდ წარმატებას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჯილდოვდებიან რესტორნები, რომლებიც არიან თანამედროვეები და გამოირჩევიან ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და ინოვაციური იდეებით, რითაც ისინი მომხმარებლებს მათზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობენ. ამასთან, ეს ყველაფერი გარემოს დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება.
თურქეთის MICHELIN Green Star-ის მიერ დაჯილდოვებული რესტორნები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://guide.michelin.com/tr/tr/selection/turkey/restaurants/sustainable_gastronomy
თურქეთის მდგრადი მემკვიდრეობის საფუძველია 81 ადგილობრივი პროვინციის საკვები, რომლებიც ქმნიან თურქულ ტრადიციულ კულინარიას. ცხადია, ეს კულინარიული წესები თაობიდან თაობას გადაეცემა და ნარჩუნდება საუკუნეების მანძილზე. რეცეპტები ისეა შემუშავებული, რომ დაცულია თითოეული კერძის სასარგებლო თვისებები. აღსანიშნავია, რომ თურქეთში რესგისტრირებულია 2218 პროდუქტი თურქეთის საპატენტო ინსტიტუტის მიერ და 29 ევროკავშირის (EU) მიერ.