აპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ ქართულ სასწავლებელში გამართა “შოდოს” დემონსტრაცია და კალიგრაფიის თემაზე ლექცია წაიკითხა.
2024 წლის 12 დეკემბერს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ ქართულ სასწავლებელში გამართა “შოდოს” დემონსტრაცია და კალიგრაფიის თემაზე ლექცია წაიკითხა.
ელჩმა ახსნა „შოდოს“ მნიშვნელობა და მისი ადგილი იაპონურ კულტურაში. შემდეგ, ბატონმა იშიძუკამ „შოდოს“ სტილში დაწერა „გველის“ იეროგლიფი, რომელიც აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2025 წლის ნიშანია. დემონსტრაციის შემდეგ სტუდენტებს ჰქონდათ შანსი გამოეცადათ თავი და თავად დაეწერათ „გველის“ იეროგლიფი და ასევე საკუთარი სახელები კატაკანათი.