ქალბატონი ირინე დანელიას დაჯილდოება იაპონიის ელჩის სიგელით

2024 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ქალბატონ ირინე დანელიას, იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა. სიგელი პირადად იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკამ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.

2021 წლიდან, ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ქალბატონ დანელიას დიდი წვლილი შეაქვს კულტურული გაცვლის მეშვეობით იაპონია-საქართველოს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობაში, ისეთი ღონისძიებების ორგანიზებით, როგორიცაა ყოველწლიური „საკურას ყვავილობის ფესტივალი“ და ასევე თანამშრომლობა იაპონიის საელჩოსთან თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში „ჩაის ცერემონიის ლექციის“ ჩატარებაში.

ელჩმა იშიძუკამ ქალბატონ დანელიას სიგელი გადასცა, კულტურული გაცვლის მეშვეობით იაპონია-საქართველოს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, ქ-ნი თინათინ ბარბლიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი, ქ-ნი რუსუდან გოგისვანიძე.

იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეწყობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *