ერზურუმი 2025 წლის ზამთრის თავგადასავლებისთვის ემზადება

ერზურუმი 2025 წლის ზამთრის თავგადასავლებისთვის ემზადებაერზურუმი, თურქეთის ერთ-ერთი მთავარი სათხილამურო მიმართულება 2025 წლის ზამთრის თავგადასავლებისთვის ემზადება. ერზურუმი არის ECO (ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) ტურიზმისა და ზამთრის სპორტის პირველი ევროპული დედაქალაქი საკმაოდ პრესტიჟული ტიტულებით, რომლებიც გაცემულია ACES-ის (ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაცია) მიერ. თურქეთის აღმოსავლეთის პროვინცია, რომელიც წელს გთავაზობთ საოცარ სათხილამურო გამოცდილებას პალანდოკენის სათხილამურო კურორტზე, უმასპინძლებს ზამთრის სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, როგორიცაა მსოფლიო თასი სნოუბორდში და ზამთრის თამაშები.ამისათვის ქალაქ ერზურუმში სხვადასხვა ქვეყნიდან გამოცდილი სპორტსმენები შეიკრიბებიან და შეეჯიბრებიან ერთმანეთს სპორტულ აქტივობებში. ამას გარდა, ქალაქში გაიმართება კონცერტები, მომხიბვლავი გამოფენები და საინტერესო გასტრონომიული ფესტივალები, რომელთა მიზანიც ვიზიტორებისთის ქალაქის კულტურული ნაწილის გაცნობა იქნება.

ზამთრის თამაშები

პირველი საერთაშორისო ღონისძიება პალანდოკენის ღონისძიებების კალენდარში არის ზამთრის თამაშები, რომელიც ჩატარდება 6-დან 12 იანვრამდე. თამაშები მოიტანს ზამთრის სპორტის შეჯიბრებებს პალანდოკენში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 350 სპორტსმენი 11 დისციპლინაში. მონაწილეებს შორის იქნებიან ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები.

მსოფლიო თასი სნოუბორდში

კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება პალანდოკენის სათხილამურო კურორტზე წელს იქნება მსოფლიო სნოუბორდის თასი (SBX). ღონისძიება, რომელიც პირველად ჩატარდა FIS-ის (საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის) მიერ 2018 წელს, 2025 წელს თურქეთში, პალანდოკენში 1-3 მარტს გაიმართება. ამ მღელვარების მაძიებლებს სამი დაუვიწყარი დღე ელის, რომელიც სავსე იქნება ადრენალინით. აღნიშნული ღონისძიება, ცხადია, ადგილობრივ და საერთაშორისო არხებზეც გადაიცემა, თუმცა მათ მაყურებლებს ფიზიკურად ვერ ექნებათ კურორტის მონახულების შესაძლებლობა და მოუწევთ დატკბნენ მხოლოდ ვირტუალური სანახაობით.პალანდოკენის ღონისძიებები უამრავი საინტერესო აქტივობისგან შედგება, მაგალითად, ფრენბურთი, ყინულზე ცოცვა, რბოლა და სხვ. 7-10 თებერვალს კურორტზე თურქეთის მთამსვლელთა ფედერაციის ორგანიზებით ყინულზე ცოცვის ჩემპიონატი გაიმართება. თურქეთში მდებარეობს ყინულის ხელოვნური პარკი, რომელიც მდებარეობს პალანდოკენის სათხილამურო კურორტზე. თოვლის ფრენბურთის მსოფლიო ტურის ერთ-ერთი გაჩერება ასევე იქნება პალანდოკენის სათხილამურო კურორტი მიმდინარე წლის 13-16 მარტს. ფრენბურთის სპორტსმენები საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებზე თოვლით სავსე მოედნებზე იასპარეზებენ. გარდა ამისა, სათხილამურო ბილიკებზე გაიმართება ველო შეჯიბრებებიც.

ერზურუმი – ადგილი აღმოსავლეთ თურქეთში, სადაც ისტორია ხვდება ბუნებას

პალანდოკენში სათხილამურო თავგადასავლების შემდეგ, შეგიძლიათ მოინახულოთ ერზურუმის ისტორიული ადგილებიც. ამ ულამაზეს ქალაქში, რომელიც გვთავაზობს ისტორიისა და ბუნების უნიკალურ ნაზავს, არის ბუნების სხვადასხვა საოცრება, როგორიცაა მაგალითად, ჩანჩქერი, ნარმანის ზღაპრული საკვამური (Chimneys of Narman), ისპირის შვიდი ტბა (Lakes of İspir) და სხვ. გარდა ამისა, ოდესღაც აბრეშუმის გზაზე მდებარე ერზურუმი ტრაბახობს საკუთარი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა თუნდაც ულუს მეჩეთი, ორმაგი მინარეთის მედრესა, იაქუთიეს (Yakutiye Madrasa) მედრესა და Üç Kümbetler-ი (სამი სამარხი). ამ ბუნებრივი და ისტორიული სიმდიდრის შემდეგ აქ გელოდებათ რეგიონული დელიკატესები, როგორიცაა ადგილობრივი ქაბაბი, კადაიფის ტოლმის დესერტი და სხვ. ზამთრის სპორტული ღონისძიებების გარდა პალანდოკენის სათხილამურო კურორტზე, ერზურუმი წელს უმასპინძლებს გასტრონომიის ფესტივალს, საერთაშორისო ველო ტურს, საზაფხულო თამაშებს და კულტურულ ფესტივალს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *