ჩინეთის მშპ-ს ზრდამ პროგნოზის მიხედვით უნდა მიაღწიოს დაახლოებით 5%
ჩინეთის მშპ-ს ზრდამ, პროგნოზის მიხედვით, უნდა მიაღწიოს დაახლოებით 5%, ხოლო უმუშევრობის დონე უნდა დარჩეს 5,5%-ის დონეზე. ამაზე ნათქვამია ჩსრ-ს სახელმწიფო საბჭოს მიერ წარდგენილ მთავრობის მუშაობის შესახებ ანგარიშში.
„მიმდინარე წლისთვის დაგეგმილ განვითარების ძირითად მონაცემებზე დაყრდნობით, მშპ-ს ზრდა მიაღწევს დაახლოებით 5%-ს; ქალაქებსა და დასახლებებში შერჩევითი კვლევების საფუძველზე გაანგარიშებული უმუშევრობის დონე მიაღწევს დაახლოებით 5,5%-ს, ხოლო ქალაქებსა და დასახლებებში დასაქმებული მოსახლეობის მატება გადააჭარბებს 12 მლნ. ადამიანს; სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა ნავარაუდევია დაახლოებით 2%-იან დონეზე“, – ნათქვამია დოკუმენტში. ასევე მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის შემოსავალი გააგრძელებს ზრდას ეკონომიკის ზრდის პარალელურად.
ასევე, ანგარიშში მითითებულია, რომ 2025 წელს ჩსრ-ს მთავრობა გეგმავს 1,3 ტრლნ. იუანის ღირებულების მქონე გრძელვადიანი სპეციალური სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებას, რაც 300 მლრდ. იუანით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. „იგეგმება 300 მლრდ იუანის ღირებულების გრძელვადიანი სპეციალური სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება თრეიდ-ინის სქემის მიხედვით საქონლის შეძენის პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად. ბაზარზე წვდომის გამარტივების, შეზღუდვების დარბილების, კონტროლისა და მართვის გაუმჯობესების გზით გაიზრდება სხვადასხვა მომსახურებების შემოთავაზება ჯანდაცვის, ღირსეული სიბერის მოვლის, ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვების მოვლის, საოჯახო მეურნეობის წარმოების და სხვა სფეროებში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.