აღმოაჩინეთ თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის განუმეორებელი ისტორიული ადგილები
თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონი მრავალფეროვანი ბუნებით, მდიდარი ისტორიითა და საოცარი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ეს მას იდეალურს და განსაკუთრებულს ხდის მნახველებისთვის. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ყველასთვის ცნობილი უნიკალური არქიტექტურული ძეგლები და საოცარი არქეოლოგიური ადგილები. თუმცა, არსებობს ისეთი ადგილებიც, რომელთა შესახებაც ბევრი რამ არ არის ცნობილი. მოგიყვებით სწორედ ამ საიდუმლო და იდუმალ ადგილებზე, რათა უკეთ შეიგრძნოთ ანატოლიის რეგიონის სილამაზე და მრავალფეროვნება.
არსლანთეფეს (Arslantepe) ღია ცის მუზეუმი მალათიაში
ქალაქი მალათია, რომელიც ცნობილია თავისი უგემრიელესი გარგარითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ფაქტობრივად, არის თქვენი გასაღები აღმოსავლეთ თურქეთის აღმოჩენისთვის. სწორედ აქედან შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი ისტორიული ტური. ქალაქში არის 8000-წლის არსლანთეფეს მონუმენტი, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. იგი მნახველს შორეულ წარსულში ამოგზაურებს და ნუსხავს საკუთარი დახვეწილობითა და სიძველით.
ჰარფუთის ციხე (Harput Castle) ელაზიღში
სწორედ მალათიას მეზობელი ქალაქი ელაზიღია თქვენი ექსკურსიის შემდეგი გაჩერება, სადაც საოცარი ისტორიული ადგილები დაგხვდებათ. ერთ-ერთი არის ჰარფუთის ციხესიმაგრე, რომელიც აშენდა ურარტუელთა მიერ ძვ. წ მე-8 საუკუნეში. ამასთან, ციხესიმაგრეს აქვს ქალაქის ფანტასტიური პანორამული ხედი.
მუნზურის ხეობის (Munzur Valley)
ეროვნული პარკი თუნცელში ანატოლიის ერთ-ერთი უმდიდრესი ბუნების მქონე ტერიტორია ფლორისა და ფაუნის თვალსაზრისით არის თუნცელი. პარკი გაზაფხულზე ასახავს თვალწარმტაც ხედს თავისი ტყეებით, მყინვარული ტბებით, კანიონებითა და ჩანჩქერებით. აქ, ფაქტობრივად, გელოდებათ ბუნების სრული სამოთხე!
ქემალიე ერზინჯანში (Erzincan)
ევფრატის გასწვრივ განლაგებული, ერზინჯანში მდებარე, ასევე Cittaslow-ს წევრი ქალაქი ქემალიე არის შეუდარებელი ადგილი, სადაც ბუნება და ისტორია საოცრად ერწყმის ერთმანეთს. ქალაქში არის ქვის სახლები, რომლებიც ასახავს ანატოლიის არქიტექტურულ მემკვიდრეობას ხის აივნებითა და გამორჩეული კარის სახელურებით. აღსანიშნავია ქალაქის ბუნების საოცრებები, რომლებიცაა ქარასუს ჩანჩქერი (Karasu Waterfall) და თვალწარმტაცი ქარანლიქის კანიონი (Karanlık Canyon). ქემალიე საკუთარი კულტურული და ბუნებრივი რესურსების დამსახურებით შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სავარაუდო სიაში და არჩეულია გაეროს საუკეთესო ტურისტული სოფლის განახლების პროგრამაში, როგორც მშვიდობიანი თავშესაფარი, საოცარი კულტურული მოგზაურობა თუ ბუნების ტური.
ტბა ჩილდირი (Çıldır ) არდაჰანში
აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე, არდაჰანისა და ყარსის რეგიონებს შორის მდებარეობს უმშვენიერესი ტბა ჩილდირი, რომელიც ცნობილია ყველაზე მტკნარი წყლით. აღსანიშნავია, რომ ტბა ჩილდირი იყინება ზამთარში და გაზაფხულზე შედარებით დნება. კავკასიური ხალხური ცეკვები და საუზმე ბუხრის პირას, ტბის ნაპირზე არსებულ ხის კაბინაში არის სულ სხვა დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.
ქალაქ ანის არქეოლოგიური ადგილი ყარსში (Ani in Kars)
ტბის სამხრეთით, ყარსის საზღვარზე, მდებარეობს უძველესი ქალაქი ანი, რომელიც არის უდიდესი არქეოლოგიური ადგილი აღმოსავლეთ ანატოლიაში. 2016 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანეს. აღნიშნული უძველესი ქალაქი ადრეული ქრისტიანული პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად ითვლება. იგი ცნობილია, როგორც 1001 ეკლესიის ქალაქი, რომელიც შემდგომ გადაკეთდა აბრეშუმის გზის მულტიკულტურულ დასახლებად. ანის უძველესი ტერიტორია იყო ქართული, სომხური, ბიზანტიური, სელჩუკური და ოსმალური კულტურების კვეთის წერტილი. ქალაქი თავისი რელიგიური და სამხედრო სტრუქტურებით, მკვეთრად გამოხატავს შუა საუკუნეების ურბანიზმის მახასიათებლებს.
იშაქ ფაშას სასახლე ( İshak Pasha Palace) აღრიში (Ağrı)
აღსანიშნავია თურქეთის ქალაქი აღრი, სადაც არქიტექტურული საოცრების ნიმუში – იშაქ ფაშას სასახლე დგას. ამ ოსმალური ეპოქი სსასახლეში თურქული და სელჩუკური არქიტექტურა სრულად არის შერწყმული ერთმანეთთან ევროპული ბაროკო სტილის თანხლებით. ასევე, არ დაგავიწყდეთ ქალაქის საოცარი ხედით ტკბობა, რომელიც სასახელში ყოფნისას თქვენს წინაშე გადაიშლება.
