თურქეთში ერზრუმში პალანდოკენის ეკონომიკური ფორუმი იწყება
თურქეთის ქალაქი ერზრუმი 2025 წლისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეკო (ECO) ტურიზმის დედაქალაქად არის დასახელებული. ერზრუმი 26-27 აპრილს პალანდოკენის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლებს, რომლის თემაც იქნება „თანასწორი მომავალი ჭკვიან სამყაროში – ინტელექტუალური ეკონომიკა და გლობალური უთანასწორობა“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სტუმრები, მათ შორის — სახელმწიფო წარმომადგენლები, აკადემიური წრეებისა და ბიზნესის სფეროს წამყვანი ფიგურები, რომლებიც იმსჯელებენ ციფრული ტრანსფორმაციის გავლენაზე გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში, რაზეც დიდი ყურადღება ხელოვნური ინტელექტის (AI) როლსა და შესაძლებლობებზე იქნება გამახვილებული.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება ხუთი ძირითადი და ორი სპეციალური სესია, სადაც მთავარი მოხსენებებით წარდგებიან სპიკერები ECO-ს წევრი ქვეყნებიდან, ასევე ექსპერტები შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, დიდ ბრიტანეთიდან, აშშ-დან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. სესიების პარალელურად, ფორუმი მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, მათ შორის — ტურიზმის მინისტრების სამიტს, გამწვანების აქციას ECO-ს ქვეყნების სახელით და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონული კარიერული ბაზრობის (KUDAKAF’25) ოფიციალურ გახსნას.
ერზრუმი — მრავალსეზონიანი ტურიზმის ეპიცენტრი
ფორუმის მასპინძელი ქალაქი ერზრუმი მდებარეობს პალანდოკენის მთების ფერდობზე, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ წამყვან საზამთრო ტურისტულ მიმართულებად ითვლება. პალანდოკენის სათხილამურო კურორტი ცნობილია თავისი ქვეყნის უგრძესი სათხილამურო მარშრუტით და განათებული ტრასებით ღამის სრიალის მოყვარულთათვის. სწორედ ამ ინფრასტრუქტურის დამსახურებით, ერზრუმს 2025 წლისთვის მიენიჭა ევროპის ზამთრის სპორტის დედაქალაქის წოდება ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის (ACES) მიერ.
აღსანიშნავია, რომ ერზრუმი მხოლოდ ზამთრის კურორტით არ შემოიფარგლება — ქალაქს გამორჩეული ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობები აქვს, რაც მას ყველა სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილად აქცევს. განსაკუთრებით კი გაზაფხულის თვეებში იქმნება იდეალური პერიოდი ქალაქის აღმოსაჩენად — ისტორიული და კულტურული და საოცრებების ფონზე!
ერზრუმი, რომელსაც „ანატოლიის კარიბჭედ“ მოიხსენიებენ, ისტორიულად აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა და საუკუნეების მანძილზე ამ მხრივ მნიშვნელოვანი დასახლება იყო. აქ უამრავი ისტორიული ძეგლია – ულუ მეჩეთი, სელჩუკთა არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუში — ორმაგი მინარეთის მქონე მედრესე, ილხანთა პერიოდის იაქუთიეს მედრესე და უჩ ქუმბეთლერი ,რომლებიც ანატოლიის მონუმენტური სამარხების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. თითოეული მათგანი ქალაქის მდიდარი წარსულის განსხვავებულ და საინტერესო ისტორიას გვიყვება. ამ ღირსშესანიშნაობებებს შორისაა ასევე მუსტაფა ქემალ ათათურქის სახლი — თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის საცხოვრებელი, ასევე ის ისტორიული შენობა, სადაც ერზრუმის კონგრესი გაიმართა და რესპუბლიკის შექმნას საფუძველი ჩაეყარა.
ერზრუმი ასევე ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზით. აქ არის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერი — თორთუმის ჩანჩქერი (Tortum Waterfall)და ამავე სახელწოდების ბუნებრივი ტბა Cittaslow-ს სტატუსის მქონე ქალაქ უზუნდერეში. მათი გამჭვირვალე წყლები, ენდემური მცენარეები და ფრინველები სტუმრებს აღაფრთოვანებს. ნარმანი, „წითელი ფერიების ქვეყანა(Narman – the “Land of the Red Fairies”), თვალწარმტაცია თავისი წითლად შეფერილი, კონუსის ფორმის კლდოვანი წარმონაქმნებით. ამ ზღაპრულ ადგილს, რომლის დათვალიერებაც ფეხით, ველოსიპედით და ცხენით შეგიძლიათ, სტუმრები სულ სხვა სამყაროში გადაჰყავს.
აღსანიშნავია „ისპირ იედიგიოლერის“ (İspir Yedigöller) ლურჯი ვულკანური ტბები, რომელიც მწვანე ველურ ბუნებაში სიმშვიდისა და განტვირთვისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. ასევე, უნდა ითქვას ერზრუმის ისტორიულ ქალაქ ოლთუზეც (Oltu), რომელიც ცნობილია უნიკალური ოლთუს ქვით — ცნობილი მასალა სამკაულებსა და სუვენირებში.
ერზრუმში მოგზაურობა კი სრულყოფილი არ იქნება ადგილობრივი ტრადიციული კერძების დაგემოვნების გარეშე. ქალაქის ყველაზე ცნობილი კერძია ჯაღ ქაბაბი (cağ kebabı ), ასევე პოპულარულია ისპირის ლობიო ( İspir beans) და ტკბილეული – ქადაიფის დოლმა (kadayıf dolması), რომელიც თხილით შევსებული ქადაიფისგან მზადდება, იგი ივლება კვერცხში და შემდეგ ზეთში იწვება. აქ არის კიდევ უამრავი პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ კულტურას განასახიერებს – სივილის ყველი ( Civil cheese), კარნავასის თუთის მურაბა (Karnavas dut pekmezi ) და ერზრუმის წყლის ბორეკი (Erzurum su böreği (pastry), რომელიც ქალაქის მდიდარ კულინარიულ ტრადიციას უსვამს ხაზს.