იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი თავის მეუღლესთან ერთად ესწრებოდა „საკურას ყვავილობის“ ღონისძიებას

აპრილს, იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი თავის მეუღლესთან ერთად ესწრებოდა „საკურას ყვავილობის“ ღონისძიებას (5-6 აპრილი), რომელიც იმართებოდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgia ორგანიზებით და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით. ეს ყოველწლიური ღონისძიება საკურას – იაპონური ალუბლის ხის – აყვავებას ეძღვნება. წელს საკურას ყვავილობა ბოტანიკურ ბაღში მეხუთედ გაიმართა.

ღონისძიების დაწყებისას, ბაღის დირექტორმა, ქალბატონმა ირინე დანელიამ და თბილისის მერის მოადგილემ, ბატონმა ანდრია ბასილაიამ, მადლობა გადაუხადეს იაპონურ მხარეს ბაღის აღდგენის პროცესში გაწეული სხვადასხვა მხარდაჭერისთვის. იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ მადლობა გადაუხადა საკურას ყვავილობის ღონისძიებასა და ბაღის აღდგენის სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს, და ისაუბრა იაპონურ კულტურაში „ჰანამის“ (საკურას ყვავილობით ტკბობა) მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში, სტოკჰოლმში მცხოვრებმა ჩაის ოსტატმა, ქალბატონმა ტოშიკო ონერმა (ჩაის ოსტატის სახელი „სოჰო“) წარმართა ჩაის ცერემონიის დემონსტრაცია. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა საქართველოში მოღვაწე ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ სუშის მომზადების ჩვენება, და კენდოს წარმოდგენა, რომლებსაც ბატონი ელჩი, მეუღლესთან ერთად, ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *