გაატარეთ საუკეთესო დრო ანტალიაში – ქალაქში, რომელიც ყველაზე მეტი ლურჯი დროშის მფლობელია

გაატარეთ საუკეთესო დრო ანტალიაში – ქალაქში, რომელიც ყველაზე მეტი ლურჯი დროშის მფლობელია

დატკბი ანტალიის სანაპიროებით, რომელიც ყველაზე მეტი ლურჯი დროშის მფლობელია. ლურჯ დროშას (Blue Flag ) მაშინ ანიჭებენ სანაპიროებს, როცა ის  სუფთა, დაცული, ეკოლოგიურად მდგრადი და უსაფრთხოა დამსვენებლებისთვის. ანტალია სწორედ ამ მხრივ არის ლიდერი – მას აქვს ყველაზე მეტი ლურჯი დროშის მქონე სანაპირო მსოფლიოში.

ანტალია – ეს არის ზღაპრული საკურორტო ქალაქი,  შეუდარებელია თავისი ოქროსფერით ქვიშებით, ლაჟვარდისფერი ცითა და კამკამა წყლებით. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ამ ქალაქს მთელი წლის განმავლობაში თითქმის 300 დღე მზიანი ამინდი ახასიათებს, რაც იდეალურ გარემოს ქმნის დასასვენებლად. თუმცა, ეს მსოფლიო დონის საკურორტო მარგალიტი არა მხოლოდ მზისა და ზღვის მოყვარულებისთვისაა მიმზიდველი , არამედ ის ლიდერია მსოფლიოში სანაპიროების სისუფთავისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. მას ლურჯი დროშის მფლობელი  233 სანაპირო აქვს მთლიანობაში. 

მზით გაჯერებული ქვიშა და კამკამა წყლები

ანტალიაში შეგიძლიათ შეარჩიოთ უამრავი კარგი  სანაპირო, სადაც სრულყოფილად შეძლებთ დასვენებას.  ქალაქის ერთგული დამოკიდებულება ბუნებრივი სიმდიდრეების შენარჩუნებისადმი უზრუნველყოფს იმას,  რომ თითოეული სანაპირო უმაღლესი სტანდარტებით არის მოვლილი. სუფთა წყლები, ქვიშა და დაცული ბუნებრივი გარემო – ეს ყველაფერი ანტალიაში ერთიანდება.

ამასთან, აღმოაჩინეთ ალანიის, სიდეს, მანავგატის, ფინიკეს, ქემერის, ქალქანის, ქაშის და სხვა მრავალი საინტერესო საზაფხულო  ქალაქი.  იგი  წარმოუდგენელ სიმშვიდესა და ჰარმონიას გთავაზობთ. განსაკუთრებულად გამორჩეული პლაჟებია პატარა  (Patara Beache), კლეოპატრა ( Kleopatra  Beache) ქაფუთაში  (Kaputaş Beache),  ლარა (Lara Beache) და კონიალთი (Konyaltı Beache).   ეს სანაპიროები ასევე, იდეალურია  წყლის სპორტის მოყვარულთათვის.

ქაში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თურქეთში არა მხოლოდ დასვენების, არამედ დაივინგის შესაძლებბეით – წყალი ისეთი კამკამაა, რომ მისი ხილვადობა ძალიან მაღალია, რაც მას მსოფლიო  ტოპ დაივინგ ცენტრებს შორის აქცევს.     ალანია კი იდეალური ადგილია  ვინდსერფინგისა (Windsurfers ) და ქაითსერფინგისთვის (kite surfers ). ასევე, შეგიძლიათ სცადოთ პარაშუტით ცურვა, სრიალი ან ქაიაქით (kayaking) სეირნობა.

ანტალია – ადგილი, სადაც ფუფუნება, მემკვიდრეობა და ბუნების სიყვარული ერთიანდება

ანტალიას გარს არტყამს   არაერთი კურორტი, რომლებიც მაღალი დონის კომფორტს სთავაზობენ სტუმრებს. მსოფლიო კლასის სპა ცენტრები, სათავგადასავლო პარკები, გოლფის მოედნები და გურმანული რესტორნები – ეს  მხოლოდ ნაწილია იმ ფუფუნების ჩამონათვალისა, რომელიც საოცარ კომფორტსა და დასვენებას გთავაზობენ.  ამასთანავე, ახლომახლო მდებარეობს არაერთი უძველესი ქალაქი და სოფელი, რომლებიც ისტორიისა და კულტურის მოყვარულებისთვის ნამდვილ განძს წარმოადგენს. მაგალითად, ლურჯი დროშის მქონე ჩირალოს სანაპიროს სიახლოვეს შეგიძლიათ მოინახულოთ ცნობილი ქიმერა (Chimera) და ოლიმპოსის უძველესი ქალაქი, რომელიც ლიკიის ცივილიზაციის ნანგრევებს ინახავს. ასევე, პატარას პლაჟი  (Patara Beach), რომელიც თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სანაპიროა (18 კმ) . აქვე, შეგიძლიათ ეწვიოთ პატარას უძველეს ქალაქს (Patara Ancient City),  რომელიც ლიკიის კავშირის ისტორიული დედაქალაქი იყო.

პატარას სანაპირო (Patara Beach)

პატარას სანაპირო  ასევე საუკეთესო ადგილია  კარეტა-კარეტასთვის(Caretta carettas). ეს არის გადაშენების პირას მყოფი კუები, რომლებიც ხშირად ბინადრობენ ამ კურორტებზე.   თუ როგორ მრავლდებიან აღნიშნული  კუები, ძალიან საინტერესო გამოცდილებაა,  სწორედ ამის გამო სანაპირო დაკეტილია 08:00-დან 20:00 საათამდე. იგი  18 კმ სიგრძითა და 1500 მ სიგანით მსოფლიოში  ყველაზე გრძელი სანაპიროს  ტიტულს ატარებს.

თუ გსურთ განტვირთვა და საოცარი  ბუნების სილამაზით ტკბობა, ანტალია და მისი ლურჯი დროშის მქონე სანაპიროები შენთვისაა. იგი  დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ. დღის ბოლოს კი არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის უგემრიელესი ზღვის პროდუქტების დაგემოვნება, ადგილობრივი თურქული ღვინით ტკბობა და ანტალიის ღამის ცხოვრების აღმოჩენა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *