თბილისში მუშაობა დაიწყო ტრენინგ-სემინარმა „აკვაკულტურის ზოგადი აღწერა და ფერმერთა გაძლიერება საქართველოში“
15 აპრილს ღვინის ეროვნული სააგენტოს დარბაზში (გარემოს დაცვის და სოფლი მეურნეობის სამინისტროს ეზო), „საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, FAO-ს და ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის GFCM-ის პროექტის ფარგლებში, მუშაობა დაიწყო ტრენინგ-სემინარმა „აკვაკულტურის ზოგადი აღწერა და ფერმერთა გაძლიერება საქართველოში“.
ტრენინგ-სემინარის მოდერატორია საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის თვმჯდომარე ნინო ჩობანიანი. თემა: GFCM შეთანხმების წერილის შესახებ და პროექტის აღწერა.
სემინარში მონაწილეობენ ჰუსამ ჰამზა და სინდი სიმეონოვა-GFCM; ნინო გერზმავა, ასოციაციის გამგეობის წევრი–კვლევის წინასწარი მონაცემების მიმოხილვა რეგიონების მაგალითზე, SWOT ფაბიო მასა, ასოციაციის საერთაშორისო ექსპერტთა სამეცნიერო კომიტეტის ხელმძღვანელი (ISC), საერთაშორისო ინიციატივების შედეგად ბოლოდროინდელი წარმატებები და ძირითადი მიღწევები აკვაკულტურაში; დავიდე ფეზარდი, ასოციაციის საერთაშორისო ექსპერტთა სამეცნიერო კომიტეტი (ISC), აკაკულტურის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში: იდენტიფიკაციისა მართვის უკეთესი პრაქტიკის (BMPs) მნიშვნელობა; რუჯერო ურბანი (ISC), ასოციაციის საერთაშორისო ექსპერტთა სამეცნიერო კომიტეტი სურსათის უვნებლობა და ბიოუსაფრთხოება აკვაკულტურაში.
ტრენინგ-სემინარის მიმდინარეობისას მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფებში, სადაც მოხდება სემინარის დროს განხილული საკითხების შეჯამება და ძირითადი მოსაზრებების გაზიარება შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.