ნათია თურნავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ტიმურ სულეიმენოვს შეხვდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ტიმურ სულეიმენოვს შეხვდნენ.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხაზი გაესვა შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების განვითარების მნიშვნელობას.მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული 2025-2026 წლების ორმხრივი თანამშრომლობის საგზაო რუკა მიმოიხილეს, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემების, ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების რეგულირების, საგადამხდელო ბალანსის, მონეტარული და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, კაპიტალის ბაზრების დაახლოების, ბანკნოტების გამოშვების, რისკების მართვისა და სხვა საკითხებში.თავის მხრივ, ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტიმურ სულეიმენოვმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფრო პროდუქტიული და ეფექტური პარტნიორობის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *