27 აპრილი-4 მაისს თურქეთში მე-60 საპრეზიდენტო მასშტაბური ველოტური ჩატარდება

პრეზიდენტის თასის ველორბოლა – „Tour of Türkiye 2025“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა თურქეთსა და მსოფლიოში.  ამ ტურის 60-ე საიუბილეო გამოშვება გაიმართება 27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით და მოიცავს თურქეთის საოცარ მარშრუტებს. ღონისძიება მსოფლიოში წამყვან პროფესიონალურ გუნდებსა და ველოსიპედისტებს უმასპინძლებს.

ეს პრესტიჟული ტურნირი ტარდება თურქეთის ველოსპორტის ფედერაციის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის,  ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს (TGA) მხარდაჭერით. რბოლა დაიწყება ანტალიაში 27 აპრილს და დასრულდება 4 მაისს ქალაქ იზმირში. რვადღიანი  ტური უმასპინძლებს გუნდებს აშშ-დან, გერმანიიდან, ბელგიიდან, ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ყაზახეთიდან, მალაიზიიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან და თურქეთიდან. მონაწილეებს შორის  იქნებიან როგორც ველოსპორტის ცნობილი სახეები, ისე ახალგაზრდა და პერსპექტიული სპორტსმენები. მათ რბოლა მოუწევთ თურქეთის ისტორიულ და ტურისტულ მარშრუტებზე, რაც პარალელურად ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურული და ბუნებრივი სიმდიდრეების საერთაშორისო პოპულარიზაციას.

მოგზაურობა თურქეთის კულტურულ ადგილებში

აღნიშნული ტურნირი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაა მსოფლიოში, რომელიც თურქეთში ჩატარდება.  რბოლა გადაიცემა პირდაპირ ეთერში 190 ქვეყანაში , 13 ენაზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის მიმართ ყურადღებას. ტური ასევე გამოკვეთს თურქეთის კულტურულ და ბუნებრივ სილამაზეს, ამასთან მის შესაძლებლობებს ველოტურიზმის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მარშრუტი გადის თურქეთის ყველაზე ცნობილ და ჯერ კიდევ უცნობი სილამაზის მქონე ადგილებზე. თითოეული ეტაპი წარმოგვიდგენს ქვეყნის მრავალფეროვან ლანდშაფტს საერთაშორისო აუდიტორიისთვის. მაგალითად, მნახველები პარალელურად   გაივლიან  ფორთოხლის, ლიმონისა და მანდარინის ბაღებს, თხილის არომატით “გაჟღენთილ” გზებს, ასევე ბუნების ადგილებს, რომლებიც შემოსაზღვრულია ფიჭვისა და ზეთისხილის  ხეებით. ამასთანავე, მსოფლიო ეკრანებზე გამოჩნდება თურქული ადგილობრივი გემრიელობებიც — ჩაი, ყავა, თურქული სიმითი  და  კულტურული სიმბოლოები, როგორიცაა ყველასთვის ცნობილი „ცისფერი თვალი“  – ნაზარი, რომელიც ავი თვალისგან იცავს.

ტური, რომელიც იწყება თურქული რივიერას გულიდან — ანტალიიდან, გადაჭრის მარშრუტს ქემერის, კალკანის, ფეთიეს, მარმარისის, აქიაქას, აიდინის, ქუშადასის, სელჩუქისა და ჩეშმეს მნიმართულებით  და დასრულდება ეგეოსის მარგალიტის სიმბოლოს მქონე   იზმირში.

პირველი ეტაპი  – ანტალიაში (132 კმ) წარმოადგენს მოგზაურობას ქალაქის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებში, როგორიცაა კალეიჩის (Kaleiçi) ვიწრო ქუჩები, ჰადრიანეს კარიბჭე (Hadrian Gate), ივლის მინარეთი (Yivli Minaret), უძველესი სილიონი (Silyon) და ბელექი (Belek).

შემდეგი ეტაპი ველოსიპედისტებს  ქემერსა და ქალქანს (Kalkan) შორის (167.4 კმ)  პატარას სანაპიროზე (Patara Beach) გაატარებს. ასევე ისინი ნახავენ ლიკიის მირას (Myra), ფინიკეს, დემრეს (Demre), ქაშსა და ცნობილ ქაფუთაშის (Kaputaş Beach) სანაპიროს. ფეთჰიე-მარმარისის ეტაპის დროს კი ნახავენ  (175.9 კმ)  პეპლების ველს, ოლუდენიზს, გადაშენების პირას მყოფ კარეტა-კარეტა კუებს და დალიანის დელტას (Dalyan Delta).

მეოთხე ეტაპზე, რომელიც მოიცავს  მარმარისსა და აკიაკას შორის ტურს(115,4 კმ), მნახველები და ველოსიპედისტები ნახავენ  ზღვის ხედით ტყის გზებსა  და ქეით-სერფინგის სანაპიროებს. მარმარის-აიდინს   (151 კმ) შორის კი   აფროდიზიასის (Afrodisias)  ადგილს და ეგეოსისზეთისხილის კორომებს.  შემდეგი ეტაპია კუშადასი-სელჩუკის ნაწილი(161,4 კმ) , რომელიც მოიცავს იუნესკოს ეფესოს, არტემიდას ტაძარსა და ღვთისმშობლის სახლს. 

სელჩუკ-ჩეშმეს მარშრუტზე (144,2 კმ) კი, გაივლიან  სოფელ შირინჯეს (Şirince), სეფერიჰისარსა (Seferihisar) და ჩეშმეს. ფინალი იქნება ჩეშმე-იზმირის ეტაპი (105,7 კმ), რა დროსაც მოინახულებენ ვენახებს, დააგემოვნებენ ადგილობრივ გემრიოლებებს და საბოლოოდ , აქ ქალაქ იზმირში დაასრულებენ რბოლას.

ეს არის ერთ-ერთი რბოლა, რომელიც საერთაშორისო ველოსპორტის კავშირის (UCI) ევროპის ტურის კალენდარში „ProSeries“ კატეგორიით არის შეყვანილი.    აღნიშნული პრეზიდენტის თასის ველოტური განსაკუთრებულად გამოკვეთს თურქეთის წამყვან როლს გლობალურ ველოსპორტში.  აღსანიშნავია, რომ  ტურის ფარგლებში  ველოსიპედისტები  კომფორტულად მოეწყობიან  საცხოვრებელ ობიექტებში, რომლებიც მათ სიამოვნებას მაქიმალურად უზრუნველყოფს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *