შეხვედრა იტალიის შეიარაღებული ძალების ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის სამხედრო მოსამსახურეთა დელეგაციასთან

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის სამხედრო მოსამსახურეთა დელეგაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025-ში“. სწავლება, რომელშიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყნის (იტალიის, ბულგარეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ლიტვის, პოლონეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვისა და ტუნისის) სამხედროები მონაწილეობდნენ, 28 აპრილიდან 8 მაისამდე კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა.იტალიის შეიარაღებული ძალების ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიამ, რომელიც 2025 წლის 1 ივლისიდან სათავეში ჩაუდგება ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობას (LANDCOM), წვლილი შეიტანა პირველი ქართული ბრიგადის წრთვნაში „Non Article 5“ ოპერაციების კუთხით. სწავლებაში ჩართული იყო 19 იტალიელი ოფიცერი და სერჟანტი.ნატო-საქართველოს სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში იმართება, წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *