პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული მეორედ გაიმართება

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული (VET Connect 2.0: International Week of Vocational Partnerships), რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. ღონისძიება საქართელოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების სექტორის დაინტერესებული მხარეების ჩართულობით იმართება. წლევანდელი კვირეული რეკორდულად მასშტაბურია: მონაწილეობას იღებს 17 ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები აზიასა და ევროპიდან. საერთო ჯამში, კვირეულში მონაწილეობს დაახლოებით 80-მდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ახალი პარტნიორობების შექმნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის.კვირეული ფოკუსირებულია იმ დარგებზე, რომლებიც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს შრომის ბაზრისთვის: მშენებლობა, სამკერვალო დიზაინი და მექანიკა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მემორანდუმების გაფორმება ჩინეთის, თურქეთისა და ალბანეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ქვეყნებთან თანამშრომლობას პროფესიული განათლების სფეროში.ოთხდღიანი პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ფორმატის აქტივობებს: საერთაშორისო კონფერენცია, თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, თემატური გამოფენები და კონკურსი მოდის ინდუსტრიაში, რომელიც გაიმართება კვირეულის დასკვნით დღეს.მთავარი ღონისძიება — საერთაშორისო კონფერენცია “Connected for Impact: Global Perspectives on VET” — ჩატარდება 19 მაისს. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა მოისმინონ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ხედვები და გაეცნონ პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არსებულ ტენდენციებს.კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს იმგვარი პროფესიული განათლების განვითარებას, რომელიც შეესაბამება არა მხოლოდ ადგილობრივ საჭიროებებს, არამედ გლობალურ სტანდარტებს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი:

ალბანეთ

სომხეთი

ჩინეთი

ესტონეთი

გერმანია

საბერძნეთი

უნგრეთი

იტალია

ლიეტუვაჩრდილოეთ მაკედონია

პოლონეთი

მოლდოვა

სერბეთი

სინგაპური

სლოვაკეთი

უკრაინა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *